პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატთან დღესაც მრავალი სასწაული აღესრულება!
პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატთან დღესაც მრავალი სასწაული აღესრულება!
პოჩაევოს ლავრა  უკრაინაში, ტერნოპილის რაიონში მდებარეობს, კიევიდან 480 კილომეტრის მოშორებით.  პოჩაევოს ლავრაში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია დაბრძანებული. ამ ხატის ისტორია კი ასეთია:

600-ზე მეტი წლის წინ, პოჩაევოს მთაზე ცხოვრობდა ორი მონაზონი. ერთხელ ერთ-ერთი მათგანი ლოცულობდა და ლოცვის შემდეგ მოინდომა მთის წვერზე ასვლა. ავიდა მთაზე და მოულოდნელად დაინახა მთის წვერზე მდგარი ღვთისმშობელი. იგი ცეცხლის ალით იყო  გარშემორტყმული, მონაზონმა დაუძახა მეორე მონაზონს. ამ სასწაულს ასევე უმზერდა მწყემსი სახელად იოანე ბოსოი, რომელიც ასევე ავიდა მთაზე, სადაც ორი მონაზონი იდგა. ამის მხილველებმა ადიდეს უფალი. მას შემდეგ იმ ადგილას, სადაც ღვთისმშობელი იდგა  სამუდამოდ აღიბეჭდა დედა ღვთისას მარჯვენა  ფეხის  ფეხისგული.  ეს მოხდა 1340 წელს.

KARIBCHE

1559 წელს კონსტანტინეპოლიდან მოდიოდა მიტროპოლიტი ნეოფიტე, მან ვოლინის ოლქი გაიარა. გზად პოჩაევოს ახლოს მცხოვრები ანა გოისკაია მოინახულა და მისი თხოვნით ცოტა ხანს იქ გაჩერდა. გამგზავრებისას ბერძენმა მღვდელთმთავარმა ლოცვა-კურთხევის ნიშნად ანას კონსტანტინეპოლიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის ხატი დაუტოვა.
ხატმა სასწაულის აღსრულება დაიწყო. მას გაბრწყინებულს ხედავდნენ. ანამ ხატთან  ჩაუქრობელი კანდელი აანთო. ამ ხატმა ანას კოჭლი ძმა ფილიპე განკურნა. ანამ ხატი პოჩაევოს მონაზვნებს გადასცა. ღმრთისმშობლის მიძნების სახელზე კლდეზე ტაძარი აღაშენეს და მასთან მონასტერიც დააარსეს.  საარსებო თანხა ანა გოისკაიამ გამოუყო. სწორედ იმ დროიდან იწოდება ეს ხატი პოჩაევოს ღმრთისმშობლის ხატად.

KARIBCHE

ანას გარდაცვალების შემდეგ პოჩაევოს მთა მის ძმისწულს ერგო, ის მართლმადიდებლობის მოძულე იყო. მან მონასტერი გაძარცვა და დაეპატრონა ხატს, 20 წელიწადი სახლში ჰყავდა დატყვევებული. ერთხელ მან მართლმადიდებლური სიწმინდის აბუჩად აგდება განიზრახა. მოიწვია სტუმრები, საკუთარი მეუღლე, მართლმადიდებელი მღვდლის სამოსში შემოსა, მან კი ღმრთისმშობლისა და მისი ხატის გმობა დაიწყო. მკრეხელს არაწმინდა სული ეკვეთა და მხოლოდ მას შემდეგ განიკურნა, როცა ხატი ტაძარში დააბრუნეს. ეს მოხდა 1644 წელს.
5 წლის შემდეგ ხატი ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში გადაასვენეს, რომელიც ცოლ-ქმარმა დომაშევსკებმა ააგეს სავანეში. ხატმა კვლავ სასწაულთმოქმედება დაიწყო. მან იმდენი სასწაული აღასრულა თითქოს იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დღეები დაბრუნდაო.

KARIBCHEერთი პოჩაევოელი მონაზონი დაატყვევეს, იტანჯებოდა  საპყრობილეში, იგონებდა პოჩაევოს მისი საკვირველი ეკლესიებითა და სიწმინდეებით, ღმრთისმსახურებითა და საგალობლებით. განსაკუთრბეით წუხდა, რომ ახლოვდებოდა მარიამობის დღესასწაული, ის კი ტყვეობაში რჩებოდა და თვალცრემლიანი ევედრებოდა ღვთისმშობელს, დაეხსნა ტყვეობისაგან. მოხდა სასწაული: ამ დროს უეცრად გაქრა საპყრობილის კედლები და თავისდა გასაკვირად აღმოჩნდა ხალხით სავსე მონასტრის კედლებთან.

1675 წელს თურქებმა სავანეს ალყა შემოარტყეს. მონასტერი თითქმის ხის კედლებისგან შედგებოდა, რაც აძნელებდა დაცვას. მთელი იმედი დედა ღვთისაზე ჰქონდათ დამყარებული. იღუმენმა ბრძანა ღვთისმშობლის დაუჯდომელი ეგალობათ, როდესაც დაიწყეს გალობა: "ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა...",   ამ დროს ტაძრის თავზე თვით თურქებმა შეამჩნიეს საკვირველი ჩვენება, ღვთისმშობელი მოკაშკაშე ნათებით, პოჩაევოსთვის თავისი ომოფორი გადაეფარებინა, ღვთისმშობლის გარშემო უამრავი ანგელოსი გამოჩნდა  საომარი აღჭურვილობით, ხელთ მოელვარე მახვილები ეპყრათ. თურქებმა უწესრიგოთ იწყეს გაქცევა, ხოლო პოჩაევოს დამცველები გარეთ გამოცვივდნენ და მტრებს გამოდევნებულებმა საბოლოოდ დაამარცხეს ისინი.

KARIBCHE

***
საუკუნეების შემდეგ ერთი პოჩაევოს მონაზონი გაბრიელი გავლით იყო კონსტანტინეპოლში, იქ ერთ თურქს ესაუბრა და თურქმა ჰკითხა:
– ცოცხალია თქვენი ქალღმერთი?
– ცოცხალია და მარად ცოცხალი იქნება –უპასუხა მონაზონმა, მიხვდა რა დასმულ კითხვას.
– მძვინვარეა თქვენი ქალღმერთი! -აღელვებული შესძახა თურქმა. იქ მამაჩემი და ბევრი ჩვენიანი დაიღუპა. მე მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ამ უბედურებას ვერასოდეს ვერ დავივიწყებ.

1721 წელს პოჩაევო თავის ხატთან ერთად უნიატების ხელში გადავიდა. მათ მიერ დარღვეული სამების ტაძრის ნაცვლად მიძნების დიდი ტაძარი ააგეს. სასწაულები ხატთან არ წყდებოდა.  
1831 წელს პოჩაევო კვლავ მართლმადიდებლებს დაუბრუნდა.

ერთხელ მონასტერს ახალგაზრდა ბრმა გოგონა ანა აკიმჩუკოვა ესტუმრა თავის 70 წლის ბებიასთან ერთად. ილოცა პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატთან და ჩამოიბანა რა თვალები ღვთისმშობლის ნაფეხურიდან მომდინარე წყლით, მეყსეულად განიკურნა და აეხილა თვალის ჩინი. სასწაულით განცვიფრებულმა ანას უნიატმა ბებიამ მართლმადიდებლობა მიიღო.
პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატთან დღესაც მრავალი სასწაული აღესრულება!
გფარავდეთ ყველას მისი მადლი უკუნისამდე! ამინ.


ბეჭდვა
1კ1