მონასტერში უმთავრესი მორჩილებაა. მორჩილების გარეშე არ არსებობს თავმდაბლობა, თავმდაბლობის გარეშე სიყვარულიც შეუძლებელია
მონასტერში უმთავრესი მორჩილებაა. მორჩილების გარეშე არ არსებობს თავმდაბლობა, თავმდაბლობის გარეშე სიყვარულიც შეუძლებელია
ნაქულბაქევის დედათა მონასტერი
მონაზვნობა ცხონებისკენ მიმავალი მოკლე გზაა და არა თანამდებობა. მონასტერში უმთავრესი მორჩილებაა. მორჩილების გარეშე არ არსებობს თავმდაბლობა, თავმდაბლობის გარეშე სიყვარულიც შეუძლებელია.

დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე დაკვირვებული თვალი აუცილებლად შეამჩნევს ტრაფარეტს წარწერით ”ნაქულბაქევის წმინდა გიორგის მონასტერი”. მონასტერს რომ მიუახლოვდებით, ულამაზესი გალავანი და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის მშენებარე ტაძარი შეგხვდებათ. გალავნის შიგნით კი წმინდა გიორგის უძველესი ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერია.

KARIBCHE

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის მშენებარე ტაძარი


ცნობისათვის, ნაქულბაქევი დიღმის ხეობაში შემავალი ერთ-ერთი სოფელი იყო, რომელიც მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა. იგი XIX საუკუნის პირველ ნახევრამდე არსებობდა. თავადაპირველად იგი მცხეთის გარეუბნად ითვლებოდა. ვახუშტი ბატონიშვილის აღწერილობის მიხედვით, სოფელი ნაქულბაქევი ბარის სოფლებში შედიოდა. როგორც ირკვევა, ნაქულბაქევის წმინდა გიორგის ტაძარს ჯერ შუასაუკუნეებში განუცდია სახეცვლილება. ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, XVIII საუკუნეში, შემოსევის გამო დანგრეული ეკლესია აღუდგენია პაპუნა მაღალაშვილს. ტაძარს რესტავრაცია მას შემდეგაც ჩაუტარდა.

”კარიბჭის” მკითხველს კარგად ახსოვს ნაქულბაქევის მონასტრის თანამედროვე ცხოვრების შესახებ გამოქვეყნებული მასალები, რომელიც მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იოანეს (გვაჯაია) მიერ იყო გადმოცემული.

KARIBCHE

მამა იოანეს საფლავი


მახსენდება მამა იოანეს საუბარი, როგორი სიხარულით იხსენებდა ხოლმე მამათა მონასტრის დაფუძნების პერიოდს, მის წინამძღვრად გამორჩევას. დროთა განმავლობაში იქაურობა კეთილმოეწყო, გულწრფელად აღვნიშნავდი ხოლმე სიხარულს სიახლეების გამო. ამის გაგონებით თავადაც ხარობდა და კიდევ უჩნდებოდა სურვილი მეტი და მეტი გაეკეთებინა  მონასტრისთვის და მისი წევრებისთვისაც. დასანანია, რომ მამა იოანემ ვეღარ მოასწრო ბევრი სასიკეთო საქმის განხორციელება. გვწამს, რომ მისი წმინდა ლოცვა მარადიული ქვეყნიდან კვლავ შეეწევა მონასტრის აღორძინებას, მის თითოეულ წევრს, სულიერ დებსა და ძმებს.

ნაქულბაქევის  წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი  რამდენიმე წელია დედათა მონასტრად გადაკეთდა და იქ მამა იოანეს სულიერი შვილები აგრძელებენ მონასტრულ ცხოვრებას. წინამძღვრობას კი არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია) უწევს. მამა სერაფიმეს მონასტერში გავესაუბრე:

- თავიდან ეს ადგილი უკაცრიელი იყო. ირგვლივ მხოლოდ მინდორი იყო, შუაგულში კი წმინდა გიორგის ტაძარი იდგა. ერთი ადამიანი - თომა უვლიდა ამ მადლიან ტაძარს. მონასტერს დაარსებიდან მამა იოანე წინამძღვრობდა. აქ  ყველაფერი მისი ხელით არის დამშვენებული. მამა იოანეს  გარდაცვალების შემდეგ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ნაქულბაქევში დედათა მონასტერი დაფუძნდა.. ხოლო მამები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ ზოგი ავჭალაში, წყალსადენის დასახლებაში მდებარე ნათლისღების მამათა მონასტერში ცხოვრობს, რამდენიმე ბერი და მღვდელმონაზონი სვეტიცხოველში მოღვაწეობს.

KARIBCHE

დედათა მონასტერს თავისი ტიპიკონი აქვს.  ცისკრის ლოცვა 7 საათზე იწყება, საღამოს ლოცვა 8 საათზე.. შუალედში სრულდება პარაკლისი წმინდა გიორგის სახელზე. გვაქვს ხატწერის ოთახი, სახელოსნო, სადაც მონასტრის წევრები სწავლობენ ხატწერას, ასევე - გალობას. მონასტრის მწირველი მღვდელია მამა ლუკა რუხაძე.

მამა სერაფიმე:

- ღმერთი ყოველთვის მოგვიწოდებს თავისთან მთავარია ჩვენ შევძლოთ ღვთის ნების აღსრულება. მონასტერში ადამიანს უფრო მეტად შეუძლია სულის ცხონება, გადარჩენა.. მონასტერში ერისგან განსხვავებული ცხოვრების წესია ნებაყოფლობით მიღებული. ჭირისა და ლხინის გადატანა მონასტერშიც ისეთივეა, როგორც ყველა ოჯახში. ჩვენი ნებაყოფლობით ხდება ამ გზის არჩევა, თუმცა ღვთის ნება აქაც აუცილებელია. იცით, რომ ვენახი  უნაყოფო სარზეა დაყრდნობილი.   ვაზს რომ მოაკლდება სარი, ის საყრდენი არ ექნება და გაფუჭდება. მონასტრის გარემო და ბერმონაზვნობა ხომ ის ბურჯია, რომელსაც ერი ეყრდნობა.



მონაზონი მხედარია, რომელიც წინა ხაზზე იბრძვის. მონასტრის გარემო ადამიანის მიერ არის არჩეული. ჩემთვის მონასტერი ოჯახია, სადაც ამ მდგომარეობას ვემორჩილები. ეს წესი ჩემს მიერ არის არჩეული და გამიზნულად მინდა აღვასრულო. მონასტერი მოღვაწეობის ის ადგილია, სადაც  ამ წეს-ჩვეულებას ვეთანხმები. საქმეები, რომელსაც ვაკთეთებთ ღვთის სადიდებელი და სულის საცხონებელი უნდა იყოს.

***
მონაზვნობა ცხონებისკენ მიმავალი მოკლე გზაა და არა თანამდებობა. მონასტერში უმთავრესი მორჩილებაა. მორჩილების გარეშე არ არსებობს თავმდაბლობა, თავმდაბლობის გარეშე სიყვარულიც შეუძლებელია.
მონასტერში ღმერთთან მიახლოვება სრული გაზიარებაა ღვთისა.  მორჩილების გარეშე ვერ მიაღწევს ვერცერთი ადამიანი სიყვარულს. მორჩილება თუ არ ექნა, თავმდაბლობა არ ექნება. ამ ყველაფრის გარეშე კი სიყვარულს ვერავინ ისწავლის.

მონასტერში მომსვლელი ადამიანისთვის  აუცილებელია მორჩილება ჰქონდეს, ისწავლოს, შემდეგ თავი დაიმდაბლოს და მთელი სულით და გულით გაიზიაროს  ქრისტე. პირველი რაც არის საკუთარი თავის უარყოფაა. საკუთარი ნების არ ქონა.

-მამაო, არჩევანს თავად აკეთებს ადამიანი, მაგრამ ამაში ღვთის ნებაც ხომ არის?


- საკუთარი ნებით კი ვაკეთებ არჩევანს, მაგრამ ღვთის ნებაც უნდა გამოვიძიოთ. აუცილებელია სრული განსჯა. ადამიანი უნდა ეძებდეს ღვთის ნებას ყველგან და ყველა საქმეში. მეც ვცდილობდი, გამეგო იყო თუ არა ჩემი მონასტერში ყოფნა ღვთის ნება, ამ შემთხვევაში  მოძღვარმა უწმინდესთან გადაწყვიტა ჩემი სასულიერო გზა. მან დამიძახა და მითხრა, რა იყო ჩემი ნება, რას ვფიქრობდი. იცოდა მონასტერში ცხოვრება რომ მინდოდა. მეგონა დრო გავიდოდა, ცოტა ასაკში შევიდოდი და მერე მოხდებოდა არჩევანის გაკეთება, მან კიდევ  მაუწყა ღვთის ნება და ასე შევუდექი მონასტრულ ცხოვრებას. გავიგე ჩემი ნება, რომელიც მქონდა, მაგრამ ეს როდის მოხდებოდა არ ვიცოდი. ველოდებოდი ღვთისგან ნიშანს. ეს ნიშანი მოძღვრისგან გაცხადდა. ერთმანეთს დაუკავშირდა ღვთისა და ჩემი ნება. სახარების სიტყვებს მოვიშველიებ: ”ტვირთი ჩემი მსუბუქ არს”. ამ არჩევანის გაკეთება ღვთის გარეშე არ ხდება. და როცა ხდება -  ადამიანებს უჭირთ მისი ზიდვა.  უფალს რამდენიც არ უნდა მოეცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ცხოვრებას მაინც ამ გარემოს, მონასტრის წეს-ჩვეულებებს დავუთმობდი და ნდობას გამოვუცხადებდი. მიხარია, რომ ამ მძიმე ჯვარს ვატარებ და ეტაპობრივად უფრო მეტი მინდა გავაკთეო.

-მონასტრულ ცხოვრებაში უამრავი სიხარული და მწუხარებაცაა...


- ცხოვრების ეს ორივე მდგომარეობა ძნელად გადასატანია. სიხარულს უფრო მეტი ზომიერება, გამოცდილება სჭირდება, რომ ადამიანმა იტვირთოს. მწუხარების დროს, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ადამიანი ღვთის უარყოფამდე მივიდეს. სიხარულის დროს კი ადამიანი საერთოდ ივიწყებს ხოლმე ღმერთს. ხშირად მწუხარებას უფრო მიჰყვას ადამიანი უფალთან. დაფიქრებული ადამიანი ღმერთს უკავშირდება. ამიტომ სიხარული და მწუხარება ძმები არიან.

უწმინდესი ხშირად ამბობს: ”ჰე, მწუხარებავ შენ დასაწყისი ხარ სიხარულისა და სიხარულო, შენ დასაწყისი ხარ მწუხარებისა”. ერთიც და მეორეც თან გვსდევს. თავმდაბლობას ნაკლები განსაცდელი მოსდევს. ნებისმიერ შემთხვევაში უფალს ჩვენი გადარჩენა სურს. უფალი ამპატავნებას შემუსრავს და არა ადამიანს.

მონასტერში ვცდილობთ, ვიცხოვროთ მორჩილებაში, ვისწავლოთ თავმდაბლობა, სიყვარული, თუმცა ხშირად გვინდა ხოლმე თავად ვუყვარდეთ. ერთი პატერიკი მახსენდება: მონასტრიდან ბერი გაუშვეს და გზად მიმავალმა ერთი გაჭირვებული, მომტირალი კაცი ნახა. ბერი ცდილობდა გაეგო მისი მდგომარეობა.  დამძიმებულმა აღსარება უთხრა ბერს - ცოდვა მემატებაო, სულიერად ძალიან უჭირდა. ბერმა ასეთი რამ უთხრა მწირს: მთელი ჩემი ცხოვრება რაც მიკეთებია, შენი იყოსო. უცბად დამძიმდა  ეს ბერი - იგრძნო, რომ მისგან მთელი ენერგია და მადლი გავიდა. კაცი კი გამოჯანმრთელდა და თავისი გზით წავიდა.

ბერი მონასტერში მივიდა მოძღვართან და უამბო - ასეთი რამ გავაკეთე თქვენს უკითხავად: რა მადლიც გამაჩნდა გაჭირვებულ კაცს გავატანე და ამით ძალიან დიდი შეცდომა დავუშვიო. მოძღვარმა უპასუხა: თუ რაიმე ცხოვრებაში გამიკეთებია, ყველაფერი შენი იყოსო. ეს არის  ერთურთის ტვირთის ზიდვა,  მონაზონის უპირველი მისიაც ეს გახლავთ.

გაგახაროთ ღმერთმა!



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
24.02.2023
წმინდა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში
წმინდა მიწა - იერუსალიმი და მისი შემოგარენი - თავისკენ გვიზიდავს ისე, როგორც არც ერთი სხვა ადგილი მთელ პლანეტაზე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler