დოლისყანა
დოლისყანა
ისტრიულ ტაო-კლარჯეთში დოლისყანა ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. იგი მდებარეობს მდინარე იმერხევის ხეობაში,  სოფელში სახელწოდებით ჰამამლი. გიორგი მერჩულის ცნობით, აქ ეკლესია აშენდა წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს, ხოლო "დოლისყანაი მონასტრად უკუანას იქმნა", ესე იგი მოგვიანებით დაარსდა.

როგორც ფასადზე განთავსებული სამშენებლო წარწერები გვამცნობს, ეს ტაძარი მეფე სუმბატის მეფობის ხანაშია აშენებული, ესე იგი 954-958 წწ.-ს შუა, რასაც ძეგლის სტილისტური ანალიზიც ადასტურებს. ვახტანგ ბერიძე მიიჩნევს, რომ მეფე სუმბატის დროს გადაკეთდა ან ხელახლა აშენდა წმინდა გრიგოლის დროინდელი ეკლესია.

KARIBCHE

დღეს სამონასტრო ნაგებობათაგან მიწის ზემოთ აღარაფერი ჩანს. თავად ეკლესია კი კარგად არის დაცული, რაც იმითაა გამოწვეული, რომ აქ უკანასკნელ დრომდე მუსულმანური სალოცავი - ჯამე იყო განთავსებული. დოლისყანის ეკლესიის სარკმლის თავზე ორ ფილაზე ორსტრიქონიანი ლამაზი ასომთავრული წარწერაა: "ქრისტე, ადიდე მეფე ჩვენი სუმბატ მზეგრძელობით". წარწერასა და თავსართს შორის სხვადასხვა ფერის ყვითლად და წითლად შეღებილი სოლისებრი ქვებია  განლაგებული.

KARIBCHE

სარკმლის შუა წელზე ორივე მხრივ წარწერებიანი ფიგურული რელიეფებია გამოქანდაკებული: მარცხნივ - მიქაელ მთავარანგელოზის ფეხზე მდგომი ფიგურაა, მარჯვნივ - უფრო ფართო ფილაზე - გაბრიელ მთავარანგელოზი, მის წინ - ნახევარფიგურა მედალიონში - გაბრიელ დეკანოზი, რელიეფების ოსტატი, ხოლო მათ ქვემოთ – ურო. მარცხნივ - ღია ფერის ქვაზე ამოკვეთილია ღმრთისმშობლის მცირე ზომის ხატისებრი გამოსახულება, მარჯვნივ კი - ექვსქიმიანი ვარსკვლავი - დავითის ფარი.

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE

მთელი ამ სისტემის ზემოთ ჯვრის ორნამენტირებული გამოსახულებაა. ეკლესიის გუმბათის ჩრდილო-აღმოსავლეთ წახნაგზე მოთავსებულია მაღალი ფიგურული რელიეფი ქტიტორისა ეკლესიის მოდელით ხელში და შესაბამისი წარწერით: "ქრისტე, ადიდენ მეფე ჩუენი სუმბატ". ეკლესიის ფასადებზე არის სხვა რელიეფებიც. სამხრეთ კედელში ჩადგმული ფილა - მზის საათი - რამდენიმე წლის წინ  გაუჩინარდა. დოლისყანის მთავარი ტაძარი შიგნით ბოლო დრომდე ორ სართულად იყო გაყოფილი, პირველ სართულზე ხოჯას თივის საწყობი ჰქონდა. დოლისყანის საკურთხევლის მოხატულობა უნახავს ნიკო მარს, რომელმაც იგი აღწერა კიდეც თავის დღიურში.


ბეჭდვა
1კ1