შეგვეწიოს ყინწვისის სალოცავების მადლი!
შეგვეწიოს ყინწვისის სალოცავების მადლი!
საკმარისია მიენდო და გული გადაუშალო ყინწვისის წმინდა ნიკოლოზს, რომ მთელ გულსა და სულს მალამოდ დაედება და სულიერ  იარებს მოგიშუშებს.

ყინწვისის ხსენებისას, მაშინვე წმინდა ნიკოლოზის სახელობის მადლიანი ტაძარი და მისი დიდებული ფრესკები  მახსენდება. განსაკუთრებით - აღდგომის მაუწყებელი ანგელოზის ფრესკა, წმინდა მეფე თამარის, მისი ვაჟის ლაშა-გიორგის და მეფე გიორგი III-ის. რამდენჯერაც არ უნდა მოილოცო ყინწვისი, მისი ნახვის სურვილი არასდროს განელდება.

საკმარისია მიენდო და გული გადაუშალო ყინწვისის წმინდა ნიკოლოზს, რომ მთელს გულსა და სულს მალამოდ დაედება და სულიერ  იარებს მოგიშუშებს.

ღვთის მადლით, ყინწვისში რამდენიმე წელია ღვთისმსახურება აღესრულება. მონასტრული ცხოვრება კი სულ სხვა ელფერს ჰმატებს. მოშურნეობით მოსაგრე ბერმონაზვნები ღვთის სიტყვას სიყვარულით უნაწილებენ იქ მისულ სტუმრებს. სოფელი ყინწვისი წმინდა ნიკოლოზის წყალობას მუდამდღე გრძნობს.


KARIBCHE KARIBCHE



წმინდა ნიკოლოზის ტაძრის შესახებ ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ტაძარი აშენებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. XVI საუკუნის მეორე ნახევარში ზაზა ფანასკერტელის თაოსნობთ ტაძარს დასაველთის მხრიდან მიუშენეს ეკვდერი, რომლის კედელზეც დღემდე შემორჩა დიდი მკურნალის ფრესკა.


წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დგას ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (XII-XIIIს.ს.). აქვე წმინდა გიორგის პატარა ტაძარიც. შიგ სოფელში მდებარეობს მცირე ზომის სამლოცველო, რომელსაც  გიგოს საყდარს უწოდებენ. ტაძარი XVII საუკუნეს მიეკუთვნება.  მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე ხნის წინ ყინმწვისში ისტორიული ტაძრების გვერდით წმინდა შიო მღვიმელის სახელობის ტაძარი იკურთხა.
შეგვეწიოს ყინწვისის სალოცავების მადლი!

ბეჭდვა
1კ1