ქარმელის მამათა მონასტერი
ქარმელის მამათა მონასტერი
გასულ საუკუნეებში ამ საკმაოდ მაღალი მთების შუაგულში დასახლებაც ყოფილა
ქარმელი ძამის ხეობაში, რუისისა და ურბნისის ეპარქიაში, სოფელ ციხისგვერდის ნასოფლარზე, მდინარე ძამის დასავლეთით და თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. იქვე ახლოს  უძველესი ციხე-კოშკია,  რასაც უკავშირდება ამ სოფლის სახელის – "ციხისგვერდის" დარქმევა. გასულ საუკუნეებში ამ საკმაოდ მაღალი მთების შუაგულში დასახლებაც ყოფილა. სოფელ ციხისგვერდიდან მოსახლეობა აყრილა და ახლომდებარე ბარის სოფლებში დასახლებულა. მოსახლეობის უმრვლესობა წიქარაშვილების გვარისა იყო.

KARIBCHE

2007 წლიდან ამ მადლიან ადგილას სამონასტრო კომპლექსი აშენდა.
ნასოფლარს ერთ-ერთი მოლოცვის დროს ურბნისისა და რუისის ეპარქიის მღვდელმთავარმა მიტროპოლიტმა იობმა მიაკვლია და გადაწყვიტა მონასტრის აშენება. მეუფის ლოცვა-კურთხევით მონასტრის წინამძღვრობა არქიმქნდრიტ ზაბულონს (გელაშვილი) დაევალა.
ქარმელის მამათა მონასტერში სამი ტაძარია: წმინდა ილია წინასწარმეტყველის, ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ღია ტრაპეზი და წმინდა ზაბულონისა და სოსანას სახელობის ტაძრები. აქვეა ბერების საცხოვრებელი სენაკები.

KARIBCHE

მონასტერს საკუთარი მეურნეობა და სათბური აქვს. მამები ამუშავებენ მიწის ნაკვეთს. მომავალში საკალმახე მეურნეობის  გაკეთებაც სურთ და ტაძრების გალავნის აშენებაც. აქაურობის მომლოცველები მართლაც საოცარ მადლს გრძნობენ.

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1