დაჯექი შენს სენაკში და სენაკი თავად გასწავლის როგორ მოიქცე
დაჯექი შენს სენაკში და სენაკი თავად გასწავლის როგორ მოიქცე
ერში მყოფი ადამიანი თავს უძღვნის უფალს ფიზიკური შრომით, ხოლო მონასტერში მყოფმა ადამიანმა თავი უნდა მიუძღვნას უფრო მეტად სულიერი შრომით

ვანისა და ბაღდადის ეპარქიაში წმინდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი მდებარეობს.  მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე) ბრძანდება. კეთილმოწესე კი მონაზონი ნინო (ნოდია) გახლავთ.

– თურქებმა 1510 წელს იმერეთი რომ დაიპყრეს აქ თხმელის ხისგან  პატარა ციხე–სიმაგრე ააშენეს და ამ ციხეს თხმელის ციხე დაერქვა,– მიამბობს მამა მაკარი. შემდეგ ააშენეს ქვის გალავანი, მაგრამ სახელი შერჩა - თხმელის ციხე. მეფე სოლომონ პირველმა დაუნგრია ეს ციხე–სიმაგრე თურქებს და ამის შემდეგ თურქებმა რუსეთ–თურქეთის ზავით დანგრეული უკან დაიბრუნეს. თუმცა, თურქებს ეკუთვნოდათ, მაგრამ თურქები შიგნით აღარ იყვნენ და აღარც ქართველები.

KARIBCHE

XIX საუკუნეში  აქ ვარციხის კონიაკის მწარმოებლის - ანანოვების საზაფხულო რეზიდენცია იყო.  კომუნისტების დროს კი სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებები განათავსეს. როცა შეიქმნა ვანისა და ბაღდათის ეპარქია, ეს შენობა ჩვენს ეპარქიას გადასცეს და მონასტერი დავაფუძნეთ. 13 წელია, რაც მონასტერი არსებობს. აქ ორი ტაძარია– წმინდა თამარ მეფის  (მოხატა ზურაბ მოდებაძემ) და წმინდა ანტონი დიდის სახელობის. ვიდრე ვანში გაკეთდებოდა მღვდელმთავრის რეზიდენცია,  წლების განმავლობაში მღვდელმთავარი აქ იყო.  ვანის რეზიდენცაიაშიც  მონასტერია, იქ რამდენიმე მონაზონი ცხოვრობს. ჩვენს ეპარქიაში  ერთი მამათა და ორი დედათა მონასტრებია. ორ წელიწადში გვექნება კიდევ ორი მონასტერი. 

KARIBCHE

დედების ძირითადი საქმიანობა  მონასტრის ეზოს, ყვავილების მოვლაა. ასევე  ხელსაქმეები: ქარგვა, სკვნილების გაკეთება. ეპარქიისთვის სეფისკვერებს აქ აცხობენ.

– მამაო რა არის მონასტრის ძირითადი დანიშნულება?
– პირველ რიგში ის არის, რომ აქ მოდიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ღმერთი მეტად შეიცნონ, ამ ქვეყანას განეშორონ, მეტად მოიცალონ საკუთრი სულისათვის და თავი უფალს მიძღვნან. როდესაც  მონასტრები ყალიბდებოდა და მიდიოდა ხალხი მონასტრებში, ტოვებდნენ ამ ქვეყანას, უდაბნოში გადიოდნენ და სურდათ მუდმივად ყოფილიყვნენ უფალთან. უფრო მეტად რომ მიუძღვნას თავი უფალს - ეს არის მონასტერში მყოფი ადამიანის დანიშნულება.

ეს არ ნიშნავს რომ ერში მყოფმა ადამიანმა არ უნდა მიუძღვნას თავი უფალს. ერში მყოფი ადამიანი თავს უძღვნის უფალს ფიზიკური შრომით, ხოლო მონასტერში მყოფმა ადამიანმა თავი უნდა მიუძღვნას უფრო მეტად სულიერი შრომით. შრომა მონასტერში მყოფი ადამაინისთვის არის სულიერი შრომა, ბრძოლა ვნებებთნ, გულის განწმენდა, იესოს ლოცვა, ეს არის უმთავრესი.  

წმინდა მამები გვეუბნებიან: დაჯექი შენს სენაკში და სენაკი თავად გასწავლის როგორ მოიქცე. თუ სენაკიდან ადამიანი არ გადის, ცდილობს რომ ის აღასრულოს, რასაც წმინდა მამები გვასწავლიან. თუ ასეთ დროს უპირატესის ლოცვა–კურთხევას არ ასრულებს და მის რჩევებს არ ითვალისწინებს, მაშინ ის  ხიბლში ჩავარდება. ხოლო თუ მორჩილებით აკეთებს ამას,  ბოლოს უეჭველად სწორ კარიბჭეში შევა. 

KARIBCHE

თანამედროვე ადამაინის ცხოვრება დღეს უფრო მეტად  საერო ყოფაზეა მიჯაჭვული. ზოგიერთი ამბობს: დღეს სხვა დროა, აღარ არის ის დრო, რომ  მონასტრებში წავიდეთო. უფალი ყოველთვის ერთი და იგივეა. უფალი არ ყოფილა სხვანაირი პირველ და მომდევნო საუკუნეებში, არც დღეს შეცვლილა. უბრალოდ ადამიანები უფრო მეტად  მიეჯაჭვნენ საერო ყოფას და ამის გამო უჭირთ მონასტერში წასვლა. ძველ დროში არ იყო იმდენი სხვაობა მონასტრულ ყოფასა და ერის ყოფას შორის. სხვაობა იყო მხოლოდ სულიერ ღვაწლში. დღეს ყოფა–ცხოვრებაშიც არსებითი სხვაობაა.

დღეს ამიტომაც არ არის იმდენი ბერმონაზონი, რამდენიც შუა საუკუნეებში იყო. მორწმუნეთა შორისაც კი ბერმონაზვნად ნაკლები ჩნდება და ნაკლები მიდის მონასტერში. მორწმუნეებიც  მიჯაჭულები არიან საერო ყოფას და ვერ წყდებიან მას. მთელი მსოფლიო გადასულია გართობაზე, მათ შორის მრევლიც. საზოგადოების თვალით შეიძლება ზოგი გართობა არ იყოს დასაძრახი,   მაგრამ  ნებისმიერი გართობა ღვთისთვის სათნო როდია. როდესაც ვერთობით, ამ დროს ვაკლებთ ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ჩვენს ყოფნას უფალთან. რასაც უფალთან ყოფნას ვაკლებთ, თავისთავად ის ჩვენს სულიერ მდგომარეობას აკლდება. რაც უფრო მეტია გარშემო გასართობი,  მით უფრო სცილდება ადამიანი უფალს.
ღმერთმა დგლოცოთ!



ბეჭდვა
1კ1