ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიას ჩვენი დახმარება სჭირდება
ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიას ჩვენი დახმარება სჭირდება
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო ვარკეთილის მე-4 მ/რაიონში, სესილია თაყაიშვილის ქუჩაზე. მშენებლობა კი დასრულდა, მაგრამ ვეღარ შეძლეს ტაძრის მოხატვა, საკურთხეველსა და დარბაზში იატაკის ფილის დაგება, გარე ფასადის მოპირკეთება. ტაძარს ჰყავს შეჭირვებული მრევლი და ჩვენი დახმარება სჭირდება საქმის ბოლომდე მიყვანას.



ტაძარში დაბრძანებულია მისი მთავარი სიწმინდე - ღვთისმშობლის ხარების ხატი, რომელიც შემკულია 50  წმინდანის  წმინდა ნაწილებით. ეს წმინდანებია:
I საუკუნე
წმინდა დიდებული წინასწარმეტყველი და წინამორბედი იოანე ნათლისმცემელი
წმინდა მოციქული და მახარებელი ლუკა
წმინდა  მოციქული  პავლე
წმინდა და ყოვლადქებული მოციქული თომა
წმინდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელი
წმინდა მოციქული სვიმეონ მოშურნე-კანანელი
წმინდა მოციქული პირველმოწამე სტეფანე
წინასწარმეტყველი ზაქარია  და მართალი ელისაბედი
წმინდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა
წმინდა ლაზარე, უფლის მეგობარი, მართას და მარიამის ძმა ოთხთა დღეთა საფლავად მდებარე

II საუკუნე
მღვდელმოწამე კლიმენტი - რომის პაპი
წმინდა მოწამენი: პისტი, ელპიდი და აღაპი და დედა მათი სოფიო
წმინდა მოწამენი: ელეფთერი, დედა მისი ანთია და კორივ ეპარქი
ღირსმოწამე პარასკევა

III საუკუნე
წმინდა მოწამენი: ტატიანა და მის თანა რომში წამებულნი
ღირსმოწამე ანასტასია რომაელი

IV საუკუნე
წმინდა ელენე დედოფალი - მოციქულთა სწორი
წმინდა დიდი მეფე, მოციქულთა სწორი კონსტანტინე
წმინდა ნიკოლოზი - მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი
წმინდა დიდმოწამე ბარბარე
წმინდა დიდმოწამე გიორგი
წმინდანთა შორის მამაჲ ჩვენი ბასილი დიდი, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი
წმინდანთა შორის მამაი ჩვენი გრიგოლ კონსტანტინეპოლელი მთვარეპისკოპოსი-ღვთისმეტყველი
დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე
ღირსი მაკრინე _ და ბასილი დიდისა
ღირსი პახუმი დიდი
დიდმოწამე თეოდორე ტირონი
დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი
წმინდა დედა ჩვენი ნინო - მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი
წმინდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი
ღირსმოწამე თაბრონია ქალწული
დიდმოწამე მინა
ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი ათანასე 

V საუკუნე
წმინდა კირილე ალექსანდრიელი
წმინდა გერასიმე
ღირსი სტილიანე პაფლაგონელი ბერი
წმინდა ეპიფანე, კვიპრელი ეპისკოპოსი
ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი

VI საუკუნე
ღირსი შიო მღვიმელი

X საუკუნე
წმინდა ტრიფონ კონსტანტინეპოლელი პატრიარქი

XIV საუკუნე
წმინდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი

XVI-XVII ს.ს.
წმინდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი კახეთის დედოფალი ქეთევანი
6000 გარეჯელი მოწამე

XIX- XX ს.ს.
წმინდა ნექტარიოს ეგინელი
წმინდა ლუკა მკურნალი, სიმფეროპოლის არქიეპისკოპოსი
უნიკალური ხატი შეიქმნა ბოლნისის ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე ეფრემის (გამრეკელიძე) ლოცვა-კურთხევით. წმინდა ნაწილთა უმრავლესობაც თავად მეუფე ეფრემმა გადმოსცა ტაძარს. ხატი სასწაულებრივად შეეწევა მასთან რწმენით მისულ მომლოცველებს. ამხელა სიწმინდის საბრძანებელი ეკლესია ჩვენი მხრიდან სათანადო ყურადღებას საჭიროებს, რაც სამწუხაროდ ვერ ხერხდება მატერიალური შეჭირვების გამო.

გთხოვთ დავეხმაროთ, რომ მოიხატოს ეს მადლიანი ტაძარი, დაიგოს იატაკის ფილა და მოპირკეთდეს გარე ფასადი. შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა რომ დაახლოებით მაინც წარმოგიდგინოთ, გეტყვით, რომ მოსახატი ზედაპირის ფართობი 400 კვადრატულ მეტრამდეა.

ქრისტე ღმერთი და ღვთისმშობელი იყოს თქვენი ოჯახების, ჩვენი სამშობლოს და მთელი მსოფლიოს მფარველი. გვაქვს თქვენი თანადგომის იმედი.

დახმარების მსურველებს გთავაზობთ ანგარიშის ნომრებს:
თიბისი ბანკი

საბანკო კოდი - TBCBGE 22

მიმღების დასახელება: თბილისის ხარების სახელობის მშენებარე ტაძარი.
ანგარიშსწორების ანგარიში

GE16TB7378136080100010

ღმერთმა შეგიწიროთ კეთილი საქმისთვის გაღებული ყოველი თეთრი.
ხატის მოსალოცად შეგიძლიათ ტაძარში მობრძანდეთ ყოველდღიურად.

ბეჭდვა
1კ1