ულუმბოს მონასტრის დაარსება 13 ასურელთაგან ერთ-ერთ მამას - მიქაელ ულუმბოელს უკავშირდება
ულუმბოს მონასტრის დაარსება 13 ასურელთაგან ერთ-ერთ მამას - მიქაელ ულუმბოელს უკავშირდება
ულუმბოს მონასტერი შიდა ქართლში, ხაშურის რაიონში, ხაშურის ჩრდილოეთით 13 კმ-ში, მდინარე ჭირათხეულას ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადის ხეობაში მდებარეობს.
მატიანეში არაფერია თქმული მონასტრის დაარსების შესახებ, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, რომელიც უცნობი წყაროებით სარგებლობდა, ულუმბოს მონასტრის დამაარსებლად ცამეტი ასურელ მამათაგანი - მიქაელ ულუმბოელია მოხსენებული.

ულუმბოს მონასტრის დამაარსებლად მიხეილ საბინინსაც მიქაელ ულუმბოელი მიაჩნია – "წმინდა მამა მიხაილ...აღაშენა მონასტერი თვისი მოახლო ულუმბისა ალისწყალსა ზედა, რომელსაცა შინა დაიდვა მრავლმოღვაწე გუამი მისი".

ცნობები ულუმბოს შესახებ მოცემულია ამირეჯიბთა სიგელში, რომელიც იძლევა ძეგლის ისტორიული ცხოვრების სურათს XIII-XV საუკუნეთა მანძილზე. სიგელის მეოთხე პუნქტში მოთხრობილია XIII საუკუნის ამბავი - ქართველთა ერთ–ერთი გამარჯვება ჯალალ–ედ–დინთან. ბრძოლის დროს ამირეჯიბს ხელთ უგდია მოწინააღმდეგის სეფე-დროშა და იგი ულუმბოს ღვთისმშობლის ხატისათვის შეუწირავთ. ჩანს, XIII საუკუნეში ულუმბოს ეკლესია უკვე არსებობდა და მისთის საუკეთესო რელიქვიებსაც არ იშურებდნენ.
XIV საუკუნის მიწურულში ულუმბო მჭიდროდაა დაკავშირებული სამეფო სახლთან. მას დიდ სასწაულმოქმედად თვლიდნენ მომდევნო საუკუნეებში. ულუმბოს ხატის ყოვლისშემძლე ძალას ალექსანდრე პირველი დიდის დაბადებას მიაწერდნენ. ალექსანდრე ბატონიშვილი დაბადებისთანავე (1390 წ) მეფის სახლს შესაწირავი მიაქვს მონასტერში. ულუმბოს ღვთისმშობლის მონასტერს "მოუტანა საქონელი ურიცხვი" და შესაწირი.
ალექსანდრე ბატონიშვილის ბავშვობაში ულუმბო საფუძვლიანად დაურბევია თემურ–ლენგის ლაშქარს. ულუმბოს მონასტრის მეორედ აღშენების თარიღად 1400-1415 წლები სახელდება, ეს დასტურდება ამირეჯიბთა გვარის სიგელიდან.
1871 წელს მღვდელმსახურების განახლების მიზნით ულუმბოს მონასტერი თავიდან აღადგინეს.


ულუმბოს ამჟამინდელი ეკლესია 1871 წელს არის აღდგენილი, თუმცა ძველად არ
ულუმბოს მონასტერში ღვთისმსახურება საბჭოთა პერიოდში შეწყვეტილი იყო. მას შემდეგ რაც ურბნისისა და რუისის ეპარქიაში მეუფე იობი მობრძანდა მონასტერში ღვთისმსახურება აღდგა. არქიმანდრიტი გაბრიელის (ტაბატაძე) წინამძღვრობით მონასტერში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. წმინდა მიქაელ ულუმბოელის სახელობის უძველესი ტაძარის გვერდით აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.
- მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით და კეთილი ადამიანების დახმარებით დავაარსეთ ულუმბოში მამათა მონასტერი,-აღნიშნა მამა გაბრიელმა. ულუმბოს მონასტრის კომპლექსში შედის წმინდა გიორგის და წმინდა მიქაელ ულუმბოელის სახელობის ტაძრები. რამდენიმე წელიწადში აშენდა ეს კომპლექსი. ჩვენი წაინაპრების ნაფუძარზე, ულუმბოს მონასტერში ღვთის მადლით გაამრავლება მონატრის საძმო... ღვთის წყალობით და  კეთილისმყოფელი ადამიანების შემოწირულობებით ვცხოვრობთ.

ბეჭდვა
1კ1