სოფელი გორმაღალი ელიაობას დღესასწაულობს!
სოფელი გორმაღალი ელიაობას დღესასწაულობს!
2 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ელია თეზბიტელის ხსენებას აღნიშნავს.
ამ  დღეს განსაკუთრებულად  ხონი-სამტრედიის ეპარქიაშიც აღნიშნავენ. სამტრედიის რაიონის სოფელ გორმაღალში  წმინდა  ელია თეზბიტელის სახელობის ხის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს.  მეუფე საბას ლოცვა-კურთხევით და ადგილობრივი მკვიდრის, ქველმოქმედ ედემ ბოცვაძის დახმარებით ტაძარი 1999 წელს აშენდა. სოფელ გორმაღალის წმინდა ელია თეზბიტელის და სოფელ ნოღის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრების წინამძღვარია დეკანოზი დავით თოლორაია.

წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის  ტაძრის მრევლმა გოგიტა გიორგაძემ გვაცნობა, რომ ტაძრის დღესასწაულს მთელი სოფელი დიდი სიხარულით აღნიშნავს.  მისივე თქმით:

KARIBCHE KARIBCHE

”მეთხუთმეტე წელია  სოფლის სულიერი ცხოვრების ასწლიანი წყვეტის შემდეგ ადგილობრივი მკვიდრის თაოსნობით ნათელი ქრისტესი კვლავ შემოვიდა. ჭეშმარიტებისკენ მიმავალი ვიწრო ბილიკის გაკვლევაში და სოფლის სულიერების განმტკიცებაში მამა დავით თოლორაია გვეხმარება. მოძღვარი ხიდია ღმერთსა და სულიერ შვილს შორის, რომლის მეშვეობით ჩვენზე უფლის მადლი და წყალობა გადმოდის. ბედნიერებაა, როცა ისეთი ადამიანები იბადებიან, რომლებიც ამქვეყნიდანვე ხდებიან მადლმოხვეჭილები. დიდი მადლია  მოყვასს მოწყალებით, კეთილი სიტყვით დაეხმარო, მაგრამ უდიდესი მადლია, როცა საკუთარი და მოყვასის სულის გადარჩენისთის  უფლის სახლის აშენებას შეძლებ და ამით  უფალს  დაკარგულ ცხვარს დაუბრუნებ”.  

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1