წმინდა სერაფიმეს კელიაში ღვთისმშობელი ეცხადებოდა
წმინდა სერაფიმეს კელიაში  ღვთისმშობელი ეცხადებოდა
1 აგვისტოს წმინდა სერაფიმე საროველის ხსენებაა!

ვიდრე სადგერის წმინდა გიორგის დედათა მონასტერს მიუახლოვდებით, გზად წმინდა სერფიმე საროველის მცირე ზომის ტაძარი შეგხვდებათ. მეუფე სერაფიმეს (ჯოჯუა) ლოცვა-კურთხევით რამდენიმე წელია ბორჯომში წმინდა სერაფიმე საროველის მადლიანი ტაძარია აგებული.. მომლოცველებზე იგი  განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. ტაძრის მახლობლად კელიას ნახავთ, რომელშიც მხოლოდ იატაკზე დაგებული ფარდაგი და ღვთისმშობლის ხატი დაგხვდებათ.

კელიის შესასვლელში ამოვიკითხე: "ეს კელია არის ასლი იმ კელიისა, რომელშიც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გატარა ღირსმა მამა სერაფიმე საროველმა. კელია აშენდა 1903 წლის გადაღებული ფოტოსურათით. ახლომდებარე უდაბნო იყო წმინდა სერაფიმე საროველის მონასტრიდან სამი ვერსიის დაშორებით. კელია აშენდა 1825 წელს. ამ კელიაში მას ეცხადებოდა ღვთისმშობელი, ზოგჯერ ღირსი მამა აქ სამი ათასამდე ადამიანს ღებულობდა, განჭვრეტდა მათ წარსულსა და მომავალს. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას პირველად ხედავდა, იცოდა მათი სახელები.

KARIBCHE KARIBCHE

ღირსი მამა სერაფიმე საროველი ატარებდა თეთრ კვართს, ყელზე ეკიდა დედა აღათიას ნაჩუქარი სპილენძის ჯვარი, მხარზე გადაკიდებული ჰქონდა ჩანთა, რომელიც სავსე იყო  ქვებით და ქვიშით, ზევიდან კი იდო წმინდა სახარება, ღირს მამას ხელში ეჭირა სკვნილი, იგი ყველას ხვდებოდა სიტყვებით-ჩემო სიხარულო, ქრისტე აღსდგა! მის კელიაში იყო ღვთისმშობლის ხატი მავედრებელი, რომლის წინაშე ლოცვისას მუხლებზე მდგარი აღესრულა. მისი ლოცვით უფალი შეგვეწიოს ჩვენ, ამინ! დაე, ამ ახალმა კელიამ მოგცეთ თქვენ ყველას სიყვარული ღვთისა და წმინდა სერაფიმე საროველის მიმართ"!

KARIBCHE

ტაძრის ტერიტორიაზე ასევე ნახავთ უზარმაზარ ქვას, რომელიც არის ანალოგიური მამა სერაფიმეს ქვისა. ამ ქვის ისტორია ასეთი გახლავთ: როცა ბოროტი ცდილობდა მამა სერაფიმეს გონების ამღვრევას, წმ. მამა კიდევ უფრო ამკაცრებდა ღვაწლს – ყოველ ღამით ის უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაპყრობით წარმოსთქვამდა იესოს ლოცვას: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი." ასე ლოცულობდა წმიდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში.

გეწეოდეთ მისი ლოცვის მადლი!



ბეჭდვა
1კ1