26 ივლისს ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის დღესასწაულია
26 ივლისს ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის დღესასწაულია

26 ივლისს,  ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის დღესასწაულია. ამ დღეს  მთავარანგელოზ გაბრიელის კრება ანუ  ყველა იმ სასწაულის ხსენება აღინიშნება, რომელიც მთავარანგელოზმა გაბრიელმა მოახდინა. ამ დღეს ხარობს ზეცა, ხარობს მთავარანგეოზთა მთელი დასი და განსაკუთრებული სიხარული მოეფინება მთელს ქვეყანას.  
მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენია მარიამმა (ფოჩხუა) საუბრისას აღნიშნა, რომ შემოქმედელი მიტროპოლიტის იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთევით,  ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერი 2006 წლის 18 სექტემბერს, მთავარანგელოზი მიქაელის სასწაულის დღეს გაიხსნა. დიდი სიხარულით  ვეგებებით ყველა მთავარანგელოზთა დღესასწაულს. ვმადლობ უფალს, რომ მთავარანგელოთა სავანეში ვმოღვაწეობ. ამ დღეს  მეზობელი ეპარქიებიდან და   დედაქალაქიდან უამრავი მომლოცველი  გვსტუმრობს.  მთავარანგელოზებს ვევედრები,  მთავარანგელოზთა ლოცვით უფალმა შეიწყალოს ერი ქართველთა. ღმერთმა გაამთლიანოს და გადაარჩინოს  სრულიად საქართველო, ამინ!

KARIBCHE

***
მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ერკეთში, მთის მწვერვალზე მდებარეობს. აქვეა მთავარანგელოზთა უძველესი ტაძარი, რომელიც  დაახლოებით IX-X საუკუნეების გახლავთ. ღვთის შეწევნით დღეს მონასტერში 12 მონაზონი, 5 სამონაზვნე და რამდენიმე მორჩილი მოღვაწეობს. მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებს  მთავარანგელოზთა მონასტრის დაარსების წინა პერიოდს:

- თავიდან ტაძრის ერთ-ერთ მინაშენში ვცხოვრობდი მორჩილ ფოტინესთან ახლა უკვე მონაზონ ფოტინესთან. ღვთის მადლით გამრავლდა მონასტერის დების რაოდენობა და დღეს ცამეტამდე ვართ. ჩვენი მონასტრის წევრები არიან:  მონზონი ანტონინა, ოთხი სამონზვნე - მარიამი (გორგოშიძე), ბარბარე (ჯიშკარიანი), თეოდორა (შევარდნაძე) და თეოდორა (ანანიძე).

KARIBCHE

-დედაო, მონასტერში რა სიწმინდეებია დაბრძანებული?
-მონასტერში დაბრძანებულია უძველესი დაახლოებით XVIII საუკუნის მთავარანგელოზის ხატი, რომელიც კანკელის ხატი იყო. იკარგებოდა ხოლმე პერიოდულად და მერე ღვთის მადლით ისევ ბრუნდებოდა მონასტერში.  სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა შუბით გააპო მთავარანგელოზის ხატი, თან უთქვამს - რა უნდა დამემართოსო.  მის ოჯახში მერე  დიდი ტრაგედია მოხდა. უფალმა ამქვეყნიდან ახალგაზრდა ოჯახის წევრი გაიყვანა. გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ამ ხატს რესტავრაცია გაუკეთა. ბატონ ავთოს ჰქონდა გამოცხადება მთავარანგელოზის, რომ ის უნდა ამოსულიყო მონატერში. როცა შეხედა ამ ხატს შეიცნო მთავარანგელოზ მიქაელის ხატი. ამის შემდეგ სურვილი გაუჩნდა ხატისთვის რესტავრაცია გაეკეთებინა. ორი წლის რესტავრაციის  შემდეგ, ხატი კვლავ დაუბრუნდა მონასტერს.

KARIBCHE


მონასტრის ძირითადი მფარველი  მთავარანგელოზ მიქაელის ხატია. მონასტრის სიწმინდეებიდან გამოვყოფ  ასევე უძველეს სახარებას. კომუნისტების დროს, როდესაც რელიგიურ ლიტერატურას ანადგურებდნენ და ტაძრებს ანგრევდნენ, აქ მოღვაწე ბოლო მღვდელმა ცეცხლწაკიდებული სახარება თურმე წყალში ჩადო, შემდეგ გააშრო  და ოჯახში სათუთად ინახავდა. შვილებს დაუბარა, სახარება მაშინ გამოეჩინა, როცა დევნა და ნგრევა არ იქნებოდა. ჩვენი მონასტრის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა სასწაულებრივად გადარჩენილი სახარება. სასწაულია, რომ მიუხედავად ქარიშხლისა, წყლისა და ათასი განსაცდელისა, სახარებას ერთი გვერდიც არ აკლია. გვაქვს უძველესი ვაზის კარი, რომელიც მოცულობით ძალიან დიდია და ჩვენს მონასტერს საუკუნეების განმავლობაში ამშვენებდა.

KARIBCHE

მონასტრში მობრძანდა სამოცამდე წმინდა ნაწილი. მათ შორისაა ხუთი დიდმოწამის-წმინდა გიორგის, წმინდა დიდმოწამე მინას, წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს, ქალწულმოწამე მარინეს და წმინდა მკურნალი პანტელეიმონის წმინდა ნაწილები. ოცდახუთამდე წმინდა მამის წმინდა ნაწილებია  კიევ-პეჩორის ლავრიდან ჩამობრძანებული, ასევე არის  სიწმინდეების ჩასაბრძანებელი, რომელიც 1870 წელს რომიდან ჩამოაბრძანეს. ეს სიწმინდეები ერთ-ერთ  კათილიკე მღვდელს ეკუთვნოდა და სასწაულებრივად ინახებოდა ერთ-ერთი მართლმორწმუნე მართლმადიდებლის ოჯახში.  სიწმინდეების ჩასაბრძანებელში მოთავსებულია წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი, მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს წმინდა ნაწილები. სიწმინდეებმა სასწაულებრივად ინება ერკეთის დედათა მონასტერში დავანება. ეს წმინდანები არიან ჩვენი მონასტრის მფარველები და მეოხნი.


ბეჭდვაელფოსტა
26.07. 2014
tadzris dgesaswauls gilocavt dedebo
tadzris dgesaswauls gilocavt dedebo,.
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat