შეგვეწიოს წმინდა გრიგოლ ხანძთელისა და ხანძთის მონასტერში მოღვაწე წმინდა მამების მადლი.
შეგვეწიოს წმინდა გრიგოლ ხანძთელისა და ხანძთის მონასტერში მოღვაწე წმინდა მამების მადლი.
ხანძთის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები  კლარჯეთში, მაღალმთიან სოფელში მდებარეობს. მისი თანამედროვე სახელია ფირნალი.  წლების წინ  ხანძთა ჯერ დაკარგული, შემდეგ კი მიუღწევადი ადგილი იყო. ხანძთის სამონასტრო კერისა და მისი დამაარსებლის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის შესახებ არაფერი გვეცოდინებოდა, რომ არა გიორგი მერჩულეს აგიოგრაფიული თხზულება და მისი ერთადერთი ხელნაწერი (XI ს), რომელიც იერუსალიმის საპატრიარქო წიგნთსაცავის ქართულ ხელნაწერთა ფონდშია დაცული. პირველად მას 1845 წელს ნიკო ჩუბინაშვილმა მიაკვლია, ხოლო 1902 წელს, იერუსალიმში ქართული ხელნაწერების გამოსავლენად მივლინებულმა ნიკო მარმა გადმოიღო და გამოაქვეყნა კიდეც.

წმინდა გრიგოლ ხანძთელმა მონასტერი VIII საუკუნის ბოლოს დააარსა. პირველად, დაახლოებით 782 წელს, როცა მან ეს ადგილი ღმერთის კარნახით იხილა, აქ მარტოდმყოფი ბერი ხუედიოსი ცხოვრობდა. ბერმა გრიგოლს სთხოვა, მის გარდაცვალებამდე დაეცადა და მხოლოდ შემდეგ წამოეწყო აქ სამონასტრო მშენებლობა. გრიგოლი ასეც მოქცეულა, ორი წელი მან ოპიზაში დაჰყო, შემდეგ კი ოპიზელი ბერების მიერ მიცემული იარაღებითა და დახმარებით შეუდგა უკვე საკუთარი მონასტრის მშენებლობას. მერჩულეს თანახმად, მათ საეკლესიოდ ადგილი დაავაკეს და პირველი ძელის - ხის ეკლესია ააშენეს. შემდეგ ძმათა სენაკები და ბოლოს – გრიგოლის საყუდელი და სატრაპეზო.

KARIBCHE KARIBCHE

მალევე, აშოტ კურაპალატის სიცოცხლეშივე ეს ეკლესია შეცვალეს პირველი ქვის ეკლესიით, რომელიც ადგილობრივი დიდებულის - გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური და მორალური შეწევნით აიგო. სამაგიეროდ ხანძთა დაფანჩულთა საგვარეულო საძვალე უნდა გამხდარიყო, ხოლო დაფანჩულთა ოჯახის ხსენება ლოცვის დროს სამუდამო ვალდებულებად იქცა.

ხანძთის სამონასტრო კომპლექსში საკმაოდ ბევრი შენობის ნაშთია შემორჩენილი.  ბევრი მათგანი არ არის წმინდა გრიგოლის დროინდელი. მონასტერი XVI საუკუნემდე განაგრძობდა არსებობას და შესაბამისად - განახლებას.
ხანძთის მთავარი ეკლესია - მთავარმოწამე გიორგის სახელზე აგებული გუმბათიანი ტაძარია. ხანძთაში რამდენიმე წარწერის ფრაგმენტიც იყო, რომელთა უმრავლესობა დაკარგულია. ორი ფრაგმენტი თბილისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

KARIBCHE

ცნობილია, რომ ხანძთის მონასტერი VIII-X საუკუნეებში ქართული განათლებისა და მწიგნობრობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. ხანძთაში მოღვაწე პირთაგან წმინდა გრიგოლ ხანძთელის გარდა მოღვაწეობდნენ: არსენ დიდი, ქართლის კათალიკოსი, მაკარი ლეთეთელი, გიორგი მერჩულე, რომელმაც სწორედ აქ - ხანძთაში დაწერა 950 წელს `ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა~, ხანძთის წინამძღვარი თევდორე და მისი ძმა იოანე, საბა იშხნელი, თევდორე ნეძველი და ქრისტეფორე კვირიკეწმინდელი, ეფრემ მაწყვერელი, არსენ საბაწმინდელი, ილარიონ იერუსალიმელი და მრავალი სხვა. ხანძთაში შეიქმნა ბევრი უნიკალური ხელნაწერი სახელგანთქმული ხანძთის ოთხთავის ჩათვლით.
შეგვეწიოს წმინდა გრიგოლ ხანძთელის და ამავე მონასტერში მოღვაწე წმინდა მამების მადლი.


ბეჭდვა
1კ1