წმინდა გაბრიელ ბერის ხელით აგებული ეკლესია
წმინდა გაბრიელ ბერის ხელით აგებული ეკლესია
წმინდა ბერი გაბრიელის ხელით ნაგებ ტაძარში წმინდა მამის მადლი სუფევს. კვლავაც ხელუხლებლად არის შემორჩენილი მისი  ხელშენახები ნივთები და რაც დრო გადის, უფრო მეტად ღირებული ხდება.

მამა გაბრიელმა თავისსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში მცირე ზომის ტაძარი ააგო უფლის სადიდებლად. იმ ავბედით დროს, როცა ღვთისმსახურება იკრძალებოდა, პატრიარქ ეფრემს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ეკლესიის დაცვის საქმეში. მაშინდელი ხელისუფლება პირჯვრის წერასაც კი კრძალავდა და ამ დროს ქუჩიდანვე თვალში საცემი ეკლესიის გუმბათი და თავად ეკლესიაც მათ ძლიერ აღიზიანებდა. თანაც ეს ფაქტი ბევრ ადამიანს დააფიქრებდა სარწმუნოებაზე.

მაშინდელი რეჟიმი და ხელისუფლება ძიმე მოთხოვნებს უყენებდა საპატრიარქოს. პატრიარქი ეფრემი, დროის შესაფერისად, ყოველმხრივ ცდილობდა ეკლესიის შენარჩუნებას. ხელისუფლებამ ის იძულებული გახადა დაევალებინა მამა გაბრიელისთვის მის მიერ აშენებული ეკლესიისთვის გუმბათის მოხსნა და დანგრევა. გაბრიელ ბერს სისხლის და ტანჯვის ფასად ჰქონდა აგებული ქრისტეს სადიდებლად ეკლესია, რომელიც ნაგავზე გადაყრილი და მის მიერ ნაპოვნი ხატებით შეამკო.

KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE

მიუხედავად პატრიარქისადმი დიდი სიყვარულისა, რასაც გაბრიელ ბერი შემდგომში ამჟღავნებდა, მან არ ინება ამ მორჩილების შესრულება, რის გამოც ბერი რამდენჯერმე დაისაჯა. ხელისუფლებამ ცემით და ლანძღვა-გინებით ოთხჯერ ძალით დაუნგრია ეკლესია და მამა გაბრიელმაც ოთჯერვე ააშენა ღვთის სადიდებლად.

KARIBCHE KARIBCHE



ბეჭდვა
1კ1