საქართველოში მხოლოდ სვეტიცხოველში ხდება მირონის კურთხევა
საქართველოში მხოლოდ სვეტიცხოველში ხდება მირონის კურთხევა
სვეტიცხოველშია ყველაზე დიდი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი საქართველოს ეკლესიის ბურჯია - საუკუნეების განმავლობაში სწორედ აქ ხდებოდა მირონის კურთხევა, პატრიარქად და მეფედ კურთხევა. ეს ტრადიცია ოდითგანვე თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღემდე ასე გრძელდება.

მირონცხებული ადამიანი აღბეჭდილია ღვთის მადლით, სულიწმინდის მიერ. მირონის ცხებას აქვს ასევე ცოდვათა მიტევების მინიჭების მადლი.

ბოლოს საქართველოში მირონი 2011 წელს მომზადდა. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ვნების შვიდეულის დიდი ორშაბათიდან დაწყებული, დიდ ხუთშაბათამდე, მირონის ხარშვის წესი სრულდებოდა.  ამ რიტუალის შესრულება ვნების შვიდეულის დიდ ორშაბათს, დილის ცხრა საათზე დაიწყო, როდესაც ეკლესიაში უწმინდესი მიბრძანდა.  წმინდა მირონის მოხარშვის დაწყებამდე მცირე აიაზმის წესით წყლის კურთხევა შერულდა.  სამი დღე-ღამის განმავლობაში ღთისმსახურები წმინდა მირონს ამზადებდნენ: ზეთი, ღვინო, საკმეველი, სხვადასხვა სახის ყვავილები - მირონს  ოცდაათზე მეტი სურნელოვანი ნივთიერებისგან ამზადებენ. ამ წმინდა სითხეს ღვთისმსახურები ნათლობისას და წმინდა ტრაპეზის კურთხევის დროს გამოიყენებენ. მირონცხების საიდულო სრულდება მეფეთა კურთხევის დროსაც.

KARIBCHE

გიორგი ბარისაშვილის ფოტო

მირონის მოხარშვის უფლება მხოლოდ ავტოკეფალურ ეკლესიებს აქვს და საქართველოს ეკლესიამაც ეს უფლება წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის დროს მოიპოვა. უძველესი დროიდან ეს რიტუალი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულდებოდა, თუმცა რუსეთის ცარისტული რეჟიმის დამყარების შემდეგ 1918 წლამდე მირონი ჩვენს ქვეყანაში აღარ მზადდებოდა.

1990 წელს მსოფლიოს საპატრიარქომ უკვე საბოლოოდ და ოფიციალურად აღიარა ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობა მეხუთე საუკუნიდან, მაშინ საკამათო იყო ისიც, უნდა მოემზადებინა თუ არა საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას მირონი, თუმცა კათოლიკოს-პატირაქის ძალისხმევით ეს საკითხიც დადებითად გადაწყდა. მირონი საქართველოს ეკლესიის მეთაურმა საკუთარი კათოლიკოს-პატრიარქობის განმავლობაში უკვე მესამედ აუკრთხა.


ბეჭდვა
1კ1