პარხლის ტაძარი
პარხლის ტაძარი
არსებობს ლეგენდა, თუ როგორ ააშენა წმინდა თამარმა პარხლის მონასტერი. თურმე მონასტერს მრავალრიცხოვანი ჯარი აშენებდა. ქვებს ხელით ეზიდებოდნენ. მეფეს ჯარის გამოკვება ძალიან გასჭირვებია. ერთ ადგილობრივ დიდებულს ბევრი ცხვარი და თხა ჰყოლია. თამარ მეფეს მისთვის უთხოვია, ჯარი გამომაკვებინეო. ეს კაცი დათანხმებულა, მაგრამ უთქვამს, ამ სიმაღლე მთებიდან რძე როგორ ჩამოვიტანოო, თამარ მეფეს უბრძანებია მეომრებისთვის, ხის ღარები დაემზადებინათ. რძეს მთაში რომ მოწველიდნენ, ხის ღარში ასხამდნენ და პარხალში ღარებით ჩამოდიოდა. ეს ადგილი უწყლოა. აქვთ წყარო, რომელსაც სავრიათის წყალს უწოდებენ. საოცარია მისი ხილვა, რადგან კლდე შუაშია გაჭრილი და იქიდან მოჩქეფს წყალი, რომელიც წისქვილებს აბრუნებს. გადმოცემის თანახმად, თამარს უთქვამს, ყველაზე ძნელი ჩემთვის სავრიათის წყლის გამოყვანა იყო, ჩემი ყველა სამკაული გავყიდე, ბოლოს თმის სარჭი მქონდა და ისიც ფულად ვაქციე, რომ ეს წყალი გამომეყვანაო.

ბეჭდვა
1კ1