ზეგაანის მონასტერი
ზეგაანის მონასტერი
ზეგაანის მონასტერი  გურჯაანის რაიონში, სოფელ ზეგაანის მახლობლად მდებარეობს. ამ მადლიან სამონასტრო კომპლექსში მთავარი დიდი ზომის ტაძარი  VI-VII საუკუნეების ღვთისშობლის სამეკლესიანი ბაზილიკაა, რომელსაც  ყველაწმინდასაც უწოდებენ. მონასტერი შემოზღუდულია გალავნით, რომლის შიგნით შემორჩენილია დარბაზული ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა ნანგრევები.მონასტრის მახლობლად, ტყეში, რიყის  ქვით მცირე ტაძარი წმინდა მარინეს სახელობისაა, რომელიც VI საუკუნით თარიღდება. კარგი იქნება თუ ამ მადლიანი მონასტრს მოვილოცავთ.






ბეჭდვა
1კ1