საქართველოში მხოლოდ ქობულეთშია წმინდა კირიონის სახელობის ტაძარი
საქართველოში მხოლოდ ქობულეთშია წმინდა კირიონის სახელობის ტაძარი
დღეს წმინდა კირიონის სხენებაა.  ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ამ დღეს განსაკუთრებულად აღინიშნავენ, რადგან ამ მადლიან მხარეში წმინდა მამის სახელობის ტაძარი არსებობს. ქობულეთში, წმინდა კირიონის სახელობის ტაძარში უამრავი მორწმუნე მივიდა ტაძრის დღესასწაულზე. ღვთისმახურება ამერიკისა და კანადის ახალგამორჩეულმა მღდელმთავარმა საბამ (ინწკირველი) აღასრულა სხვა სამღვდელო პირებთან ერთად. 

ქობულეთის წმინდა კირიონის სახელობის ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი  კირიონ ფერაძე (მამა კირიონი ასევე ბობოყვათის წმინდა ამბროსის (ხელაია) სახელობის დედათა მონასტრის მოძღვარი გახლავთ). მამა კირიონის ლოცვა-კურთხევით წმინდა კირიონის ტაძრის შესახებ მოკლედ გვიამბო ამავე ტაძრის სტიქაროსანმა არჩილ ელიაძემ:

- წმინდა კირიონის სახელობის ტაძარი 2006 წელს მეუფე დიმიტრის ლოცვა კუთხევით და ამავე ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ კირიონ ფერაძის ხელმძღვანელობით, მამა კირიონისა და მრევლის ფინანსური დახმარებით აშენდა. საქართველოში მხოლოდ ქობულეთშია წმინდა კირიონის სახელობის ტაძარი. ამ  ტერიტორიაზე  წინათ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარიც ყოფილა. კომუნისტების დროს  ტაძარი დაუნგრევიათ. მიუხედავად ამისა, ყოველ ნიკოლოზობას ღია სივრცეში   აღესრულება  ღვთისმსახურება. იქვე, ახლოს  არის  წმინდა კირიონის სახელობის ტაძარი.
ტაძრის ეზოში  დაფუძნებულია წმინდა კირიონ მეორის სახელობის სკოლა-გიმნაზია,  ასევე - საზაფხულო ბანაკი.

KARIBCHE KARIBCHE

მამა კირიონი


წმინდა კირიონ მეორის სახელობის ტაძარში მრავალი სიწმინდეა დაბრძანებული. მათ შორისაა წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები. 2013 წელს, მამა კირიონმა რუსეთში წმინდა სერაფიმე სალოველის საფლავი მოილოცა და იქიდან ჩამოაბრძანა სხვადასხვა წმინდანთა წმინდა ნაწილები. რამდენიმე თვის წინ  ამერიკიდან მოაბრძანა  ღვთისშობლის მირონმდინარე ხატი, გასულ წელს იტალიიდან - წმინდა ნიკოლოზის ხატი, ათონის წმინდა მთიდან ჩამოაბრძანა ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატი. ტაძარში  ძველი  ხატების მადლიც სუფევს.

შეგვეწიოს ყველას წმინდა კირიონის მადლი. განსაკუთრებით ვულოცავთ,  წმინდა მამის მოსახელე სასულიერო პირებს   ანგელოზის დღეს.  ღმერთმა თქვენი ლოცვა-კურთხევა არ მოგვაკლოს!

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1