სამება-ჯიხეთის მონასტერს მოქმედება არასდროს შეუწყვეტია იმ ავბედით პერიოდშიც კი
სამება-ჯიხეთის მონასტერს მოქმედება არასდროს შეუწყვეტია იმ ავბედით პერიოდშიც კი
ჯიხეთი მდებარეობს გურიის სერის ჩრდილოეთ კალთაზე, ნიგოითის მთაზე, ზღვის დონიდან 250 მ.ლანჩხუთიდან 12 კმ-ში.
ჯიხეთის მონასტრის ადგილმდებარეობის შესახებ არსებობს ლეგენდა: ჯიხეთის მთაზე, მეტად მიუდგომელ ალაგს ყოფილა ნაგები მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იმ ადგილას, სადაც მტრედები დაფრინდნენ, აუშენებიათ ახალი მონასტერი.

ზეპირი გადმოცემის თანახმად ეკლესია თამარ მეფის დროს აშენდა, თუმცა XIX საუკუნეში უკვე ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი. 1886 წელს ჯიხეთის ტერიტორიაზე დასახლდა მონაზონი ელენე მგალობლიშვილი. თავადმა მაჭუტაძეებმა მონაზვნებს მიწები შესწირეს. მათ 1893 წელს სინოდისგან ტაძრის მშენებლობის უფლება მოიპოვეს და 1896 წელს ილარიონ მენაბდის თაოსნობით ააშენეს მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ქვის ტაძარი.

მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საოჯახო საქმესა და ხელგარჯილობას. მონასტრის ისტორიული წყაროების მიხედვით ჯიხეთის მონასტერს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ათონის იოანე მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იონამ ჯიხეთის მონასტერს ათონიდან ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.

KARIBCHE

ჯიხეთის მონასტრის გუმბათი

KARIBCHE KARIBCHE

ჯიხეთის მონასტრის ეზო

KARIBCHE

ათონიდან გამოგზავნილი ხატი - ჯიხეთის ღვთისმშობელი

KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE

მონასტრის ფრესკები

მძიმე ჟამი ბევრჯერ დადგომიათ დედებს, მაგრამ უმძიმესი მაინც რევოლუციის შემდგომი პერიოდი იყო. იშვიათად იღებოდა ტაძრის კარები. ლოცვა-ვედრებას ღამით აღავლენდნენ, დღისით კი ტაძრის კარებს შეშით და ფიცრებით ხერგავდნენ. მიუხედავად ამისა სამება-ჯიხეთის მონასტერს მოქმედება არასდროს შეუწყვეტია. 1989 წელს ჯიხეთის მონასტერში განწესებულ დედა საბიანას აქ ორი ღრმად მოხუცებული სამონაზვნე დახვდა: დედა ევდოკია (+1994) და დედა ანასტასია.

1987 წელს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარს მიუშენდა სამრეკლო. 1988 წელს აიგო წმინდა გიორგის ბაზილიკური ტიპის ტაძარი. 2002 წელს აიგო წმ. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების ტაძარი. ეზოში მოწყობილია სანათლავი აუზი, რომელშიც წყაროს წყალი ჩაედინება ("იორდანეს წყარო"). წყალს სამკურნალო თვისებები აქვს.
მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი).
ყოველ 4 დეკემბერს - ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს - მონასტერში იმართება დღესასწაული - ჯიხეთობა.

იხილეთ ვიდეო და მოუსმინეთ მონასტრის დედების მშვენიერ სიმღერას

ბეჭდვა
1კ1