13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტერი მთელ ევროპაში ყველაზე მაღალ ადგილას იქნება დაფუძნებული
13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტერი მთელ ევროპაში ყველაზე მაღალ ადგილას იქნება დაფუძნებული
ზემო და ქვემო სვანეთის გასაყარზე, აილამასა და შხარას მყინვართან ახლოს 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობა დაიწყება. ამ ულამაზესი მყინვარის უკან  კი რუსეთის საზღვარია.

ვისაც ერთხელ მაინც მოულოცავს, თუნდაც ტურისტად ყოფილა ზემო სვანეთში, ყველა დამეთანხმება, რომ მსგავსი რამის ნახვა სხვაგან შეუძლებელია. მადლიანია ზემო სვანეთის თითოეული ალაგი... უძველესი ეკლესია-მონასტრებით, სიწმინდეებით, ტრადიციული კოშკებით  მდიდარია ეს მხარე...

ლამარია-ასე უწოდებენ სვანები ღვთისმშობელს.  ეკლესია მის სახელზე X საუკუნეში აუშენებიათ უშგულის ულამაზეს სოფელში..  ღვთის წყალობით და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის - ილარიონის ლოცვა-კურთხევით, უშგულში უკვე რამდენიმე წელია მამათა მონასტერია დაფუძნებული. წინამძღვრი არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი) გახლავთ.

KARIBCHE

მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით და მამა იონას ხელმძღვანელობით უშგულში მდებარე რვა მონასტერს კიდევ ერთი მამათა მონასტერი შეემატება. უშგულიდან 12 კილომეტრში, ზემო და ქვემო სვანეთის გასაყარზე, აილამასა და შხარას მყინვართან ახლოს, 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობა დაიწყება.

- როდესაც გავანდე მეუფეს ჩემი და მოსახლეობის სურვილი - ამ ულამაზეს ადგილას,  რომელსაც "ზაგარო" ჰქვია, მონასტერი აგვეშენებინა, მოიწონა და გვაკურთხა - აღნიშნა საუბრისას მამა იონამ. ეს   ადგილი აერთიანებს ზემო და ქვემო სვანეთს. აქედან  საუკეთესოდ მოსჩანს რაჭის მთები. ამ ულამაზესი მყინვარის უკან კი რუსეთის საზღვარია.

გარდა იმისა, რომ ქვემო სვანეთის სოფელ ტანამდე ტაძარი არ არის, მონასტრული ცხოვრებისათვის ეს ადგილი იდეალურია. 13 ასურელი მამა ხომ  ქრისტიანობისთვის და, განსაკუთრებით საქართველოსთვის, სამონაზვნო ცხოვრების ბურჯად ითვლება. ვგონებთ, 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტერი მთელ ევროპაში ყველაზე მაღალ ადგილას იქნება დაფუძნებული.

KARIBCHE

ადგილი, სადაც მონასტერი უნდა აშენდეს


მინდა მადლობა გადავუხადო უშგულის მოსახლეობას ამ კურთხეულ საქმეში გვერდზე დგომისათვის. ასევე მინდა გამოვყო საამაყო ქართველი და თავის კუთხეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, ბატონი ირაკლი გურჩიანი, რომელმაც გაიგო რა წამოწყებული საქმის შესახებ, მაშინვე ჩვენი დახმარების  სურვილი გამოთქვა და გვერდით დაგვიდგა. მინდა დავლოცო ყველა ის ადამაინი, ვინც მიიღებს მონასწილეობას ამ ისტორიულ და კურთხეულ საქმეში.

ღმერთმა ინებოს, რომ ეს მონასტერი და 13 ასურელი მამა იყოს გამაერთიანებელი არა მარტო ქვემო და ზემო სვანეთისა, არამედ სრულიად საქართველოსი, ამინ!.

ვისაც სურს შეეწიოს 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობას, გთავაზობთ "ლიბერთი" ბანკის ანგარიშის ნომერს: GE31LB0711166883146000 მიმღები ჯაბა გელაშვილი
ინფორმაციის დასაზუსტებლად შეგიძლიათ დარეკოთ ტელ: 551447715
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

KARIBCHE KARIBCHE



ბეჭდვა
1კ1