ეპისკოპოსი პეტრე (კონჭოშვილი. გ.1909) - "რძიანი" მღვიმე ყოვლად წმიდისა ღვთის-მშობელისა
ეპისკოპოსი პეტრე (კონჭოშვილი. გ.1909) - "რძიანი" მღვიმე ყოვლად წმიდისა ღვთის-მშობელისა
ბეთლემის მღვიმე
ორას ნაბიჯზედ აღმოსავლეთის მხრივ ბერძენთა მონასტრისაგან ბეთლემში მდებარებს პატარა მღვიმე, გამოკვეთილი კლდეში, სიგრძით ორი საჟენი, სიგანით საჟენი და ნახევარი და სიმაღლით ერთი საჟენი. შესავალი მღვიმეში არს ჩრდილოეთის მხრით კიბით 13 საფეხურით ეს გამოქვაბული შეადგენს საკუთრებასა ფრანგთა მონაზონთასა (ბერებისას) და უწოდებენ მას: "ქვაბი ღვთის-მშობელისა და რძიანი მღვიმე". ამ მღვიმეში ყოვლად წმიდა ქალწული პირველ საუკუნეთა ყრმითურთ მიეფარა დევნულებისაგან იროდისა, როდესაც წმიდა სახლობა ივლტოდა ეგვიპტედ, ვიდრემდის მართალი იოსებ იყიდდა ბეთლემში სამგზავროდ საჭირო საჭმელსა საგზლად.

მოუთხრობენ, რომ როდესაც ყოვლად წმიდა დედა ღვთისა აწოვებდა ღვთაებრივს ყრმას იესო ქრისტესა, მაშინ რამდენიმე წვეთი მის რძისა დავარდა ძირს და ამისათვის ქვას ამ მღვიმეში აქვს მოთეთრო რძის ფერი. ამას ფხეკავენ და განაზავებენ წყალში, რომელიც გარდაიქცევა თეთრად, ვითარცგ რძე, აკეთებენ ნაძირალისაგან კვერის ხმიადის მსგავსს, რომელსაც უწოდებენ რძედ ღვთის-მშობელისა" ანუ "დაბეჭდილ მიწად", ვინაიდგან ამ კვერიებზედ, რომელთაც მრავლად მიეზიდებიან ევროპაში გასასყიდელად, დაბეჭდილია ჯვარი ანუ ასო მ (მარიამ).

გალესილნი წყალში ეს კვერიები, ამბობენ, შველიან მშობიარეთა ძნელის მშობიარობის დროსა. როდესაც საჭიროება მოითხოვს, ამ სახედ მოიქცევიან: კვერიას ჩაუშვებენ სტაქან წყალში სამს ანუ ოთხს წამს, და როდესაც წყალი გათეთრდება, კვერიას ამოიღებენ, გაახმობენ და შეინახავენ სახმარებელად მეორე გზის, ხოლო წყალს დაჰლევენ.


ბეჭდვა
1კ1