ქოზიფას უძველესი მონასტერი VII-IX საუკუნეებშია დაარსებული. მოქმედი XVII საუკუნემდე ყოფილა.. 1997 წლის 17 ივნისს მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით ქოზიფას მონასტერში სამონასტრო ცხოვრება აღდგა.
მეუფე იობმა ნახა უღრან ტყეში ქოზიფას მონასტრის ნანგრევები. მეუფესთან ერთად რამდენიმე სასულიერო პირი იყო, მათ შორის: არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი), მეუფე ეფრემი, მამა საბა და არქიმანდრიტი ისაია (ამჟამად ქოზიფას წინამძღვარი)... მეუფე იობი ქოზიფას დედო მონასტერს უწოდებს.. ცხონებული მამა შიო (ხარძეიშვილი) ქოზიფას მონასტრის პირველი წინამძღვარი გახლდათ. მამა შიოსა და მეუფე ეფრემს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით მონასტრის ჩამოყალიბებაში. მნიშვნელოვანია, რომ ამ მონასტრის ორი წინამძღვარი ამჟამად მღვდელმთავრები არიან. მეუფე ეფრემი და მეუფე გიორგი ქოზიფას წინამძღვრობდნენ.
გასულ წელს, ქოზიფას მამათა მონასტერში ხანძარი მოხდა. ხანძარის შედეგად დაიწვა სატრაპეზო, საწყობი, ორი კელია. ერთ ოთახში მონასტრის ბიბლიოთეკა იყო განთავსებული, მეორე ოთახში კი მომლოცველები რჩებოდნენ ხოლმე.
როგორც ქოზიფას მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ისაიამ (გოგიბერიძე) საუბრისას აღნიშნა, არქიტექტორ რეზო ჯანაშიას პროექტის მიხედვით, შენდება ძველ სტილში ერთ სართულიანი შენობა, სადაც განთავსდება ორი ოთახი და ბიბლიოთეკა. მოეწყობა საწყობი პროდუქტებისთვის და ინვენტარისთვის. ასევე თონე და მოსასვენებელი ადგილი. ქოზიფას მონასტერში სულ შვიდი ტაძარია, ყველა ტაძარი აღდგენილია და წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის გარდა აქ არის წმინდა შიო მღვიმელის, მართალი ლაზარესი, ყოველთა ქართველთა წმინდათა და წმინდა გიორგის ეკლესიები.
მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძრის ქვეშ, მიწის სიღრმეში მამათა საძვალეა. ყოველ შაბათს იქ მიცვალებულთა ხსენების მსახურება სრულდება.
ღვთის მადლით მივალთ იქამდე, რომ მონასტრული ცხოვრება მეტად აღორძინდეს და გვქონდეს მშვიდი და წყნარი გარემო. ამით შეგვეძლება უფრო სულიერად ვიცხოვროთ და ვადიდოთ ყოვლადწმინდა სამება, ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, სრულიად საქართველოს.
ქოზიფას მამათა მონასტრის განვითარებისთვის შეიქმნა ფონდი.
ვისაც გსურთ შეეწიოთ ქოზიფას მამათა მონასტერს, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე:
მაგთიდან, ჯეოსელიდან, ბილაინიდან 0901500540
ასევე შეგიძლიათ გადარიცხოთ თიბისი ბანკში.
ანგარიშის ნომერია GE88TB1117236080100001