ზვერინევსკის მღვიმეები - მონასტერი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აქ წმინდა მღვდელმოწამე იოსებ ჟევახოვ-ჯავახიშვილი მოღვაწეობდა
ზვერინევსკის მღვიმეები - მონასტერი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აქ წმინდა მღვდელმოწამე იოსებ ჟევახოვ-ჯავახიშვილი მოღვაწეობდა

ზვერინევსკის მღვიმეები პეჩორის ლავრიდან არცთუ ისე შორს მდებარეობს.

ეს მონასტერი იმითაც არის მნიშვნელოვანი რომ აქ წმინდა მღვდელმოწამე იოსებ ჟევახოვი -ჯავახიშვილი მოღვაწეობდა

 

ამ მონასტერში ქართველი სასულიერო პირი რომ მოღვაწეობდა იქიდანაც ჩანს, რომ ტაძრის ფასადზე ქართული ორნამენტებია გამოსახული. განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა მღვიმეში დავანებული წმინდა მამების თავის ქალების მოლოცვა. უძველესი დროის ზვერინევსკის მღვიმეებში წმინდა მამათა ძვლები, თავის ქალებია განთავსებული.

 

 

განსაკუთრებულად მოღვაწე მამების ნაწილები კი სპეციალურ ძვალთსალაგშია მოთავსებული. მონასტერში დიდ სიწმინდედ ითვლება ღვთისმშობლის უძველესი სასწაულთმოქმედი ხატი. მღვიმეში არის მცირე ზომის საკურთხეველი, სადაც 3-4 კაცი თუ დაეტევა. იქ ყოველდღე, დილის 7 საათზე აღევლინება საღვთო ლიტურგია. უდიდესი მადლი იგრძნობა წირვის დროს. თავი ძველ დროში გეგონებათ.


ზვერინევსკის მღვიმეების ისტორია ამგვარია: მონასტერში ოდესღაც მისულან დაუნდობელი თათართა ლაშქარი, რომლებმაც კიევი გაანადგურეს, დაწვეს ტაძრები, მაგრამ ვერ შეძლეს სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ფრესკის განადგურება სოფიის ტაძარში. რამდენჯერმე გაძარცვეს ტაძრის უძველესი სიმდიდრე.

 

მონასტერი დაშლის პირას იყო მისული, უბნის მცხოვრებნი ხსნას მღვიმეებში ეძებდნენ, მაგრამ ჰაერის და საკვების უკმარისობით მრავალი მიიცვალა. მღვიმეში დაღუპულთა რიცხვმა 2-3000-მდე მიაღწია. ისინი გარდაიცვალნენ მშვიდად, ნამდვილი მოწამეობრივი აღსასრულით. მღვიმეში ისინი ლოცულობდნენ და ხელსაქმით იყვნენ დაკავებულნი. ქსოვდნენ სკვნილებს, საბლანდელებს (საბერო ნაქსოვი ჯვარი, რომელიც აღნიშნავს ბერის თავისუფალი ნების აღკვეთას), ასევე კერავდნენ ტანსაცმელებს, ფეხსაცმელებს და ქამრებს.

 

ეკლესიის დევნიდან 900 წლის შემდეგ გამოჩნდა რუსეთის პირველი განმანათლებელი, თავადი ვლადიმერი. იმ დროს ქვა ქვაზე არ იყო დარჩენილი. ვლადიმერის მოსვლის შემდეგ კიევი ძალიან შეიცვალა, მან გააბრწყინა და გაანათლა ხალხი სარწმუნოებაში. გავიდა დროს და ვლადიმერი მიიცვალა. მძიმე იყო წმინდანის მიცვალება მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. ამ დროს გამოჩნდა სხვა ხალხი, რომლებიც წარმოშობდნენ ღვთისთვის არასათნო ახალ სწავლებებს.

 

ხალხმა გადაწყვიტა გაქცეოდნენ ამ ბოროტ განსაცდელს ღრმად გამოთხრილ მღვიმეებში. დააარსეს მიწისქვეშა მონასტერი, სადაც ცხოვრობდნენ სარწმუნოებისგან დევნილი გმირები და მადლმოსილნი. ასე შეიქმნა ზვერინევსკის მღვიმეები.

 


არსებული მღვიმეების შესახებ მიმდებარე დასახლებამ იცოდა იმაზე ადრე, ვიდრე გახსნიდნენ მღვიმეებს. ხალხმა გადმოგვცა ამბავი ერთ მოხუცზე, რომელიც ცხოვრობდა წმინდა სამების ახლომდებარე მონასტერში, იმ მთებზე, რომლის საფუძვლად იყო მღვიმეები. მღვიმეებთან ახლოს ცხოვრობდა იმ წლების მოწმე ფეოდოსია მეტვეენკო, რომელიც მისი ახალგაზრდობის მანძილზე ხედავდა მნიშვნელოვან ეკლესიურ მოვლენებს.

 

აქ ქალს ეჩვენებოდა უცნობი ქალი, რომელსაც ხელში ეპყრა ბავშვი და თხოვდა მას კვებას, რომლის გამოსახულება შემდეგ ქრებოდა. ერთხელ ფეოდოსიამ დაინახა რაღაც მოძრაობდა ჰაერში ხმაურით, რომელიც უცებ გაჩერდა და ერთ ბოლოში გაუჩინარდა. ამ ადგილიდან იყრებოდა ადამიანთა ძვლები, ადამიანთა სამოსის ნაწილები. მღვიმეში მცხოვრები მორწმუნეების დიდი ხნის მიწაზე წოლისგან სამოსი დაფლეთილი იყო.

 


1910-1911 წლებში გაიხსნა მღვიმეები. მიუხედავად ამისა, ყველაფერი მიწით იყო დაფარული. მღვიმეებით დაინტერესდა იღუმენი ვალენტინე, რომელიც ცხოვრობდა წმინდა სამების მონასტერში. მან შეაფასა ეს ღრმად მნიშვნელოვანი ადგილი. ის გადავიდა მონასტრიდან აქ და მის გუნდთან ერთად და ფიცრებისგან ყუთების გაკეთება დაიწყეს, რათა წმინდანთა ძვლები შეენახათ ხელშეუხებლად. მონასტერში დაბრძანებული წმინდა მამების წმინდა ნაწილები დაკრძალა და უტარებდა პანაშვიდებს. მოდიოდა უამრავი მომლოცველი.

 

ამ საქმეზე შეჩერდა იღუმენი, რადგან არ ჰქონდა საშუალება და საკმარისი ცოდნა, რომ წარემართა გათხრები. რომც ჰქონოდა, ვერ დაიწყებდა ვერაფერს, რადგანაც მღვიმეები გამოჩნდა მიწაზე, რომელზეც იყო ინჟინრის ოფისი. ამ დროს მივიდა დასახმარებლად ვ. დ. ჯავახიშვილი (ის ამ დროს იყო კიევის მართლმადიდებლური გუბერნიის უფროსი მრჩეველი), 1911 წლის ნოემბრის დასაწყისში, წმინდა სამების მონასტერში შეხვდა იღუმენს, რის შემდეგაც წარადგინა თხოვნა, რომ დაეწყო გათხრები სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე. ბევრი ხელისშემშლელი გარემოების გადალახვის შემდეგ თავადმა შეძლო ქირით აეღო ინჟინრის ოფისის მიწის ნაკვეთი მღვიმეებიდან.

 

ამის შემდეგ შესაძლებელი გახდა კვლევის ჩატარება და მღვიმეების გახსნა, გასუფთავება. გათხრებზე მიიყვანა არქეოლოგები, თავადმა სამუშაოს დაწყებამდე აიღო კურთხევა მაღალყოვლადუსამღვდელოეს კიევის მიტროპოლიტ ფლავიანასგან და გაწმინდა შიგნიდან მღვიმის შესასვლელი. რაც წინ მიდიოდა საქმე, მით უკეთ ჩანდა ეკლესიის ფასეულობა. გათხრები განმეორებით მოინახულა მიტროპოლიტმა. მალე მღვიმეების თავზე მომლოცველთა შემოწირულობებით აშენდა სკიტი, სახლი ორი სამრევლოთი, ეკლესიები-ღვთისმშობლის შობის სახელობის და წმინდა იოსების, ბელგოროდის სასწაულთმოქმედის სახელობის. Dდაწყებული იყო ასევე მესამე ტაძრის მშენებლობა-წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის, რომელიც შემოწირულობებით შენდებოდა. გენერალ-ადიუტანტის ფ. ფ. ტრეპოგას ანგარიშით მან პატივთან ერთად იმპერატორისგან მიიღო უმაღლესი საჩუქარი: საკურთხევლის ტრაპეზი, ჯვარი და უძველესი მაცხოვრის ხატი.

 


მღვიმის გასუფთავება და მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობდა. მღვიმეებში აღმოაჩინეს წარწერები, გახსნეს სიწმინდეები, მოპოვებული და გადარჩენილი იქნა უძველესი საეკლესიო ნივთები, მაგრამ არ იყო ადამიანი, რომელიც მიხედავდა ამ საქმეს. მღვიმეს არ ჰყავდა ისტორიკოსი. Bბოლოს და ბოლოს გამოჩნდა მადლოსილი ადამიანი, რომელმაც ღრმად გააზრებულად მიიღო მისი სამუშაო. ზვერინევსკის მღვიმეები თითქმის 900 წელს ითვლის, ის ხელშეუხებლად არის შემორჩენილი, რითაც არის ის განსაკუთრებუად მნიშვნელოვანი.


***
აი, როგორ აღწერს მღვიმეებს ივან მიხეილოვის ძე კამენინი (რომელიც იყო პირველი მკვლევარი და ავტორი, ახალგახსნილი კიევო-ზვერინევსკის მღვიმეების): მღვიმეებში მარცხენა შესასვლელიდან შევდივართ დიდ კელიაში, რომლის მოცულობა 5 კუბური მეტრია. აქ დაბრძანებულია წმინდა მამების ძვლები და თავისქალები.

 

ამ კელიიდან ჩანს პირდაპირი შესასვლელი მთავარ მღვიმეში, რომელიც ჯერჯერობით არ არის ნახევრად გახსნილი. კელიის მარცხნივ გადის მღვიმის გზა, რომელიც დაახლოებით 10 მეტრია, სადაც 8 სიწმინდეა. კედლის მხარეს გამურული უძველესი აგურია, აქედან გზა უხვევს მარჯვნივ და გადაჭიმულია 7 მეტრზე. გზის ბოლოს არის წმინდა მამების ძვლები. ვაგრძელებთ გზას, მოვბრუნდებით ისევ მარჯვნივ, რომლის სიგრძე 22 მეტრს აღწევს. კედლებზე ტახტის შესანახი ნიშა იყო, რომელზეც ამოტვიფრულია ბიზანტიური ფორმის ჯვარი. შესაწირავთან ახლოს, პროსკომიდიაში მოსახსენებლად აწერია ზვერინევსკის მღვიმის იღუმენთა სახელები შემდეგი თანმიმდევრობით: ლეონტი, მარკიანი, მიქაილი, ონ.., მინა, კლიმენტი, მანუელი. შესაწირავის წინ კიდევ არის წარწერები, მაგრამ მათი გარჩევა რთულია. იგივე მხარეს მარცხნივ, მღვიმის გზაზე, ტაძრიდან ოდნავ მოცილებით, ზემოთ მდებარეობს დახურული სიწმინდეები წარწერით: „ინვალიდი თეოდოსი“. მოპირდაპირე მხარეს მარჯვნივ არის ღიად დალაგებული ზვერინევსკის იღუმენ კლიმენტის წმინდა ნაწილები. რომელსაც ზემოთ აწერია: „კლიმენტი იღუმენი ზვერინევსკისა“. ამ სიწმინდეებიდან ოდნავ მოშორებით იგივე მხარეს განისვენებს უცნობის წმინდა ნაწილები წარწერით: „ანდრონივ ეჩერსკი“. მის მოპირდაპირე მხარეს არის ასევე უცნობი მამის წმინდა ნაწილები წარწერით: „ივან“. ყველა წარწერა უძველესია და შესრულებულია სველ თიხაზე.


გათხრების დროს მღვიმეში ნაპოვნია შემდეგი ნივთები: უძველესი თავადური ეპოქის დროინდელი დამპალი ხის, კვიპაროსის დაფნები, რომელსაც მიუხედავად სიძლიერისა შენარჩუნებული ჰქონდა ხის სუნი. უძველესი აგურები, ფილები, მონაზვნების ჯვრის თხელი ჯაჭვის ცეპები, ძველი სწემები, პარამანი (საბეჭური, ბერმონაზვნის ჯვარი), სამკლავები, ქამრები, ტყავის ჩექმები, მონასტრული სარტყელი, რომელზეც ამოტვიფრული იყო ჩარჩოებში ჩასმული 12 საუფლო დღესასწაული. ასევე ნაპოვნი იყო გატეხილი ძვლები და ცალკეული თავის ქალები. ნაპოვნია იღუმენ კლიმენტის ღვთისმშობლის ხატი-პანაღია, რომელიც ძალაინ მნიშვნელოვანია მონასტრის საძმოსთვის.

 

ხატი, ღვთისმშობელი ყრმით მარცხენა ხელში, დაწერილია სქელ დაფაზე, კვერცხის გულით. ხატს ოვალური ფორმა აქვს. ეს ხატი უცნობი ხატმწერის მიერაა შესრულებული. სამწუხაროდ ჟამთა სვლამ ხატი დააზიანა და მაცხოვრის სახე რთულად გასარჩევია. ხატი ოდიგიტრიას ტიპისაა, მაგრამ სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, ხატს ზვერინევსკის ღვთისმშობელი უწოდეს. სიძველის გამო ხატზე წარწერაც გადაშლილა. როგორც გვაცნობეს, ხატს იღუმენი კლიმენტი ტყავის გულსაკიდში მოთავსებულს, გულზე დაკიდებულს დაატარებდა, პანაღიას დასაკიდი მომძვრალი აქვს, რომელიც კვიპაროსის ხისგან იყო დამზადებული. პანაღიის მეორე მხარეს გამოსახულია ღვთისმშობლის მიძინების ხატი. პანაღიას ამშვენებს წარწერა: „ცოდვილთა დამხმარე“.


ბერები ამ ხატს განსაკუთრებულად ევედრებიან, ცისკრის მსახურებაზე გამოაბრძანებენ შუა ტაძარში დაასვენებენ ანალოგიაზე და მეექვსე გალობის შემდეგ იკითხება ღვთისმშობლის დაუჯდომელი. რის შემდეგაც ჯერ ბერები და შემდეგ მრევლი ვემთხვევით ხატს. ლოცვის ბოლოს კი ხატს აბრუნებენ მის ადგილას.



ბეჭდვა