15 ივნისს ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში 200-მდე სიწმინდეს გამოაბრძანებენ
15 ივნისს ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში 200-მდე სიწმინდეს გამოაბრძანებენ
15 ივნისს, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთა წმინდანთა კვირიაკეს აღნიშნავს. ამ დღეს  ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში განსაკუთრებული დღესასწაულია. ტაძრის წინამძღვარის, დეკანოზ გიორგი რაზმაძის ლოცვა-კურთხევით, მორწმუნეებს საშუალება ეძლევათ მიეახლონ და თაყვანი სცენ ტაძარში დაბრძანებულ სიწმინდეებს.  მორწმუნეებს კვლავაც შეეძლებათ მიბრძანდნენ წმინდა ქეთევანის სახელობის ტაძარში და წმინდანთა თაყვანისცემით უდიდესი მადლი  და ნუგეში მიიღონ.
როგორც მამა გიორგიმ აღნიშნა, წირვის შემდეგ (წირვა დაიწყება დილის 8 საათზე) ტაძარში გამოაბრძანებენ დაახლოებით 200-მდე წმინდანთა წმინდა ნაწილებს. ტაძარში დაბრძანებულია ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, ხატებში ჩაბრძანებულია კლიმენტი რომის პაპის, საბა განწმენდილის, ქეთევან დედოფლის და წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები.

გარდა ამისა, სპეციალურად გაკეთებულ სანაწილეში მოთავსებულია წმინდა ნაწილი ევდოკიმე ვათოპედელისა, რომელიც გერონდა ეფრემმა შემოგვწირა, ღრუბული, რომელსაც ძმარში ასველებდნენ და ჯვარცმულ მაცხოვარს მიაწვდიდნენ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყლის ძაფი, იოანე ნათლისმცემლის მარჯვენა ხელის ნაწილი, რომელიც ქრისტეს თავს შეეხო, წმინდა გიორგის მუხლის და თითის ნაწილი (მეუფე დიმიტრიმ გვაჩუქა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით), წმინდა დიდმოწამე მარინეს მარჯვენა ხელის ნაწილი, ქეთევან დედოფლის ნეკნის და მარჯვენა ხელის ნაწილი, ნექტარიოს პენტაპოლელის წმინდა ნაწილი, კვირიკესა და ივლიტას წმინდა ნაწილი, წმინდა მინას უხრწნელი სისხლი, იმ ლოდის ნაწილი, რომელიც მაცხოვრის საფლავიდან აღდგომის ღამეს ანგელოზებმა გადააგორეს, ზაქეს ლეღვის ხის ნაწილი, დიმიტრი თესალონიკელის მირონი, სერაფიმ საროველის ხელთათმანი, სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩის ნაწილი, წმინდა ანდრიანეს და ნატალიას წმინდა ნაწილები, მამა პაისი ათონელის მაისური და საფლავის მიწა, ათი ნიტრიელი მამის ნაწილები, იოანე ოქროპირის და გრიგოლ ღვთისმეტყველის წმინდა ნაწილები და კიდევ მრავალი სხვა სიწმინდეები.


KARIBCHE KARIBCHE

ჯვარი ცხოველსმყოფელი ჯვრის წმინდა ნაწილით და წმინდა ქეთევანის მარჯვენა ხელის ნაწილი


KARIBCHE KARIBCHE KARIBCHE

ღვთისმშობლის კვართის ნაწილი, წმინდა გიორგის მუხლის ნაწილი და წმინდა ღრუბლის ნაწილი


KARIBCHE

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელთანაც ლოცულობდა წმინდა ქეთევანი


ტაძარში ”ყოველთა დედოფლის” ანუ ”პანტანასას” სასწაულმოქმედი ხატის ასლია დაბრძანებული. საკმაოდ მოზრდილი, მომინანქრებული ღვთისმშობლის ხატი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში ბერებმა წმინდა ქეთევანის ტაძრისთვის საგანგებოდ შექმნეს. ხატი მისთვის განკუთვნილი ღამისთევის ლოცვებით იწერებოდა. საგანგებოდ შეირჩა ხის მასალა და ძვირფასი საღებავები, ბოლოს, ერთი თვის განმავლობაში, მასზე დაბრძანებული იყო სასწაულმოქმედი ხატის ორიგინალი და ყოველდღე ტარდებოდა საღმრთო ლიტურგია. ”პანტანასას” ხატის ჩამობრძანების შემდეგ ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება - ადამიანები სულიერი და ფიზიკური სნეულებების განკურნებას შესთხოვენ. ხშირია შემთხვევა ამ ხატზე ლოცვით ავთვისებიან სიმსივნეთა განკურნებისა.

KARIBCHE

პანტანასას ღვთისმშობელი


ღმერთმა გამოგვიჩინა ეს სიწმინდეები და მადლობა ღმერთს ამისთვის. ნებისმიერ დროს შეუძლია ადამიანს ამ სიწმინდეებთან მიახლება. ყველას შეეწიოს სიწმინდეთა მადლი და უფლის წყალობა არ მოგვაკლოს ღმერთმა.


ბეჭდვა
1კ1