ღვთისმშობლის სარტყელთან შეხებით მრავალი ადამიანი განიკურნა
ღვთისმშობლის სარტყელთან შეხებით მრავალი ადამიანი განიკურნა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
იერუსალიმში, კეთილმორწმუნე ქრისტიანთა ოჯახებში შთამომავლობით ინახებოდა. ძვირფას კიდობანში მოთავსებული სიწმინდე ყოვლადწმინდა ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დააბრძანეს, რომელიც ე.წ. "ხალკოპრატიის" ადგილას მდებარეობს, ანუ სპილენძის სავაჭრო ადგილას. მონასტერი, თეოდეოსი მცირემ დააფუძნა. მრავალი წლის შემდეგ, ლევ ბრძენის მეფობის დროს, დედოფალი ზოია ბოროტ სულს შეეპყრო და ღვთისმშობლის სარტყელთან შეხებით განიკურნა. ღვთისმშობლისაგან გამოცხადებით ეუწყა, როგორც კი შეეხებოდა სარტყელს განიკურნებოდა. ამის შემდეგ წმინდა სარტყელის დიდების დღე 13 სექტემბერს აღინიშნება. სამეფო ქალაქში, ბიზანტიაში, სარტყელი ზუსტად როდის მოიტანეს უცნობია. ერთ სვინაქსარში აღნიშნულია, რომ იუსტინეს მეფობის დროს ილიას საეპისკოპოსოდან არის მოტანილი, მეორეში კი – იერუსალიმიდან იმპერატორ არკადიის (395-408) მეფობის დროს. სარტყლის ნაწილები ინახება ათონზე, ვათოპედის მონასტერში, ტრირის მონასტერში და საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში, ზუგდიდის ისტორიულ–მუზეუმში.
KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1