როგორ მოხვდა ღვთისმშობლის კვართი, ეს უდიდესი სიწმინდე საქართველოში?
როგორ მოხვდა ღვთისმშობლის კვართი, ეს უდიდესი სიწმინდე საქართველოში?
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
- ამგვარი გადმოცემა არსებობს: ბიზანტიის იმპერატორის ძმები, ცნობილი საეკლესიო იერარქები-გალვიუსი და კანდიდი წმინდა ადგილების მოსალოცად პალესტინაში გაემგზავრნენ. ისინი ღამის გასათევად სოფელ ნაზარეთში, ერთ მოხუც ქალთან შეცერდნენ. სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთელმა და საკმევლის სურნელმა მიიპყრო. ებრაელმა ქალმა მათ გაუმხილა, რომ მასთან კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა. ღვთისმშობელმა გარდაცვალების წინ თავისი პერანგი ერთ კეთიმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ მას ეს პერანგი თავისი სიკვდილის შემდეგ სხვა ქალწულისთვის გადაეცა. ამ ოჯახში სიწმინდე თაობიდან თაობას გადაცემოდა. ძმებმა გზა განაგრძეს იერუსალიმისკენ, იმ იმედით, რომ როგორმე დაეპატრონებოდნენ ამ სიწმინდეს. ამისათვის მათ დაამზადეს სწორედ ისეთივე კიდობანი, როგორიც ნაზარეთში იხილეს. იერუსალიმიდან დაბრუნებისას იგი შეცვალეს. ნამდვილი კიდობანი კი კვართთან ერთად კონსტანტინეპოლში წაიღეს. იმპერატორი დიდად გაახარა ამ წმინდა განძის ჩატანამ და მისი ბრძანებით იგი 474 წელს ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დააბრძანეს. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, კვართი საქართველოში ბიზანტიაში ხატმებრძოლეობის დროს ჩამოიტანეს. ღვთისმშობლის კვართი საუკუნეების განმავლობაში ხობის მონასტერში ინახებოდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართთან დაკავშირებით ერთ სასწაულს აღწერს მღვდელმონაზონი კალისტრატე. 1891 წელს ხობის მონასტერი გატეხეს. ავაზაკმა გაიტაცა ღვთისმშობლის კვართი თავის კიდობნით. მწუხარებით აღვსილი ხობელები ამბობდნენ: "სად იყვნენ ბერები! ნურცა ბერი, ნურცა ერი ნუღარ ვიქნებით ცოცხალნი, თუ ეს სიწმინდე დაგვეკარგაო". არ გაუვლია სამ დღეს და სიწმინდე გამტაცებლებმა მონასტრის მახლობლად, ბუჩქებში, ხელუხლებლად დაასვენეს. იქაურებმა იმ ღამეს საოცრება იხილეს. წყვდიადში მონასტრის თავზე ზეციდან თითქმის ცეცხლის ნაპერწკალები გადმოდიოდა. სოფლის მაცოვრებლები ზეგარდამო მინიშნებულ ადგილას მივიდნენ და გატაცებული სწიმინდე იპოვეს. ამ სასწაულმა ხალხს კიდევ უფრო გაუძლიერა იმედი და სიყვარული ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამისადი. სამადლობელი პარაკლისის შემდეგ, ხობელებმა დაადგინეს ტაძარში მუდამ ყოფილიყო სამ-სამი კაცი ღამის ყარაულად, ხალხის ანგარიშზე. (კალისტრატე, "ხოპის მონასტერი და მისი ისტორიული წყარო" ახალ-სენაკი, 1894წ.) გადმოცემით კვართი საქართველოში დარჩა.ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართმა კიდევ ერთი სასწაული აღასრულა. 2000 წელს, წმინდა კვართზე მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი გამოისახა.


ბეჭდვა
1კ1