" ქრისტეს საფლავი წარმოადგენს პატარა ეკლესიას, დიდს ტაძარში მდებარესა. ბერძნები უწოდებენ ამ ცხოველსმყოფელ საფლავსა უფლისასა "წმინდა კუვუკლიად"
" ქრისტეს საფლავი წარმოადგენს პატარა ეკლესიას, დიდს ტაძარში მდებარესა. ბერძნები უწოდებენ ამ ცხოველსმყოფელ საფლავსა უფლისასა "წმინდა კუვუკლიად"
წმინდა კონსტანტინეს მეფობის 30-ე წელიწადს, 335 წელს დასრულდა ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა. ტაძრის კურთხევაზე მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მოუწოდეს ეპისკოპოსებს. იერუსალიმი ვეღარ იტევდა შეკრებილ ხალხს. კურთხევა შესრულდა 13 (26) სექტემბერს და მის სამახსოვროდ დააწესეს დღესასწაული-ენკენია, ანუ ხსენება ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლებისა იერუსალიმში. ამ წმინდათაწმინდა ტაძრის ისტორია თავად გოლგოთაა: იგი არაერთგზის ააოხრეს მაჰმადიანმა დამპყრობლებმა, ხანგრძლივი დროის მანძილზე ეპყრათ ლათინ ჯვაროსნებს და მაშინაც კი, როცა ტაძარი მართლმადიდებლების ხელში იყო, მისი დაუფლებისთვის შეუპოვრად იბრძოდნენ მწვალებლები-კათოლიკეები, მონოფიზიტები და სხვები, რასაც ქრთამისა თუ ძალადობის გზით ხშირად აღწევდნენ კიდეც. ასე, ტანჯვა-წამებით მოაღწია მან დღემდე.

აი, რა სახით იხილა და აღწერა მაცხოვრის საფლავი და გოლგოთა დეკანოზმა პეტრე კონჭოშვილმა 1899წელს: " ქრისტეს საფლავი წარმოადგენს პატარა ეკლესიას, დიდს ტაძარში მდებარესა ბერძნები უწოდებენ ამ ცხოველსმყოფელ საფლავსა უფლისასა "წმინდა კუვუკლიად", რაიცა ნიშნავს განსასვენებელსა ანუ სამეფო საუნჯესა, რადგანაც აქ განისვენა სამი დღე ხორცითა, ვითარცა მკვდარმან, მაცხოვარმა კაცთა ნათესავისამ. შესავალი კარი მისი ძლიერ დაბალია, ასე რომ შესვლის სიგრძე იმოდენია სივრცით, რამდენზედაც დაეტევა გაშლილი გვამი მიცვალებულისა; თავისუფალი ადგილი საფლავსა და ქვაბის კედელს შუა შეადგენს ერთსა და ნახევარსა ნაბიჯსა. კლდის სარეცელი, რომელზედაც განისვენებდა ყოვლად უხრწნელი გვამი იესო ქრისტესი, მდებარეობს მარჯვენა მხარეს შესავლიდან; იგი შემოსილია მარმარილოთი არა იმოდენ შვენებისათვის, რამდენადაც დასაფარავად თაყვანისმცემელთა კეთილმსახურის წადილისაგან, რომელნიც მოსტეხავდნენ საფლავისაგან ნაწილებსა სახსოვრად. გარშემო ქრისტეს საფლავის ქვაბისა ამოჭრით წარწერილია ტროპარი წმინდა იოანე დამასკელისა: "ვითარცა ნათლით შემოსილსა და ვითAროცა უშუენიერესსა სამოთხისასა, ესრეთ გიცნობთ შენ, რომელი გამოსჩნდი მხსნელად ყოვლისა სოფლისა, აღსდეგ უბრწყინვალესი ყოველთა ნათელთა ქრისტე, ღმერთი ჩუენი, და გამოჰსჩნდა საფლავი შენი, ვითარცა წყარო ჩუენისა აღდგომისა".

ამავე ეკლესიის გუმბათს ქვეშ არის გოლგოთაც სამხრეთის მხრივ, ის ადგილი, სადაც ჯვარს აცვეს უფალი იესო ქრისტე; აქაც აღშენებულია სამწირველო ტრაპეზი მართლმადიდებელთაგან. აქვე ტრაპეზს უკან აღმართულია დიდი ჯვარი, ჯვარცმულის უფლისა იესო ქრისტეს ხატითა, გარემო მისა მდგომარენი სრულის ტანით მარჯვენით დედა ღმრთისა მგოდებელი და მარცხენით-საყვარელი მოწაფე ქრისტესი იოანე მწუხარე სახითა. ქვის გულიც შეძრწუნდება და მოვა ლმობიერებაში ამ სურათის ხილვით. მარჯვენით ტრაპეზისა მოსჩანს გაპობილი კლდე, რომელიც გასქდა იმ წამსა, რაჟამს უფალმან განუტევა სული. პატრიარქი და მღვდელმთავარნი გოლგოთზად სწირავენ უმიტროდ პატივსადებლად ამ ადგილზედ იესო ქრისტეს დამდაბლებისა.
ჩრდილოეთის ნაწილს ქვეშ გოლგოთისა არის ბნელი სამლოცველო ადამისა. აქ რკინის ხრახნილში შეიძლება დანახვა ტრაპეზს უკან ბუნებითის კლდისა გოლგოთისა და გამსქდარნი ქვანი ჟამსა იესო ქრისტეს სიკვდილისა. ამ ადგილსა იყვნენ დამარხულ მართალ ნოეს მიერ ძვალნი და თხემი პირველის მამის ადამისა, და ჟამსა იესო ქრისტეს ჯვარცმისასა გარდამოსრული მის ცხოველსმყოფელი გვერდისაგან სისხლი დავარდა თავსა ზედა სამოთხეში შემცოდველისა პირველ მამისა ადამისა და განბანა იგი სამოთხესა შინა მის მიერ ქმნული ცოდვისაგან.
პირველ ქრისტეანობიდამ დაწყობილი მე-18 საუკუნემდის ქართველებს პირველი ადგილი ეპყრათ გოლგოთაზედ".

ამ წვლილისათვის ბიზანტიის კეისარმა გოლგოთის ნაწილი უბოძა ბაგრატ კურაპალატს.
ახლა კი მივყვეთ აღდგომის ტაძრის ისტორიას, ისტორიას, აღსავსევ ნუგეშითა და ტკივილით. 614 წელს იგი მიწასთან გაასწორეს სპარსმა დამპყრობლებმა. ეკლესია მალევე აღადგინეს, მაგრამ 1010 წელს ეგვიპტის სულთანმა ჰაქემმა ის ისევ დაანგრია. ტაძრის აღდგენა დასრულდა 1048 წელს და მასში სხვა ქრისტიანულ ქვეყნებთან ერთად საქართველომაც მიიღო მონაწილეობა. ამ წვლილისათვის ბიზანტიის კეისარმა გოლგოთის ნაწილი უბოძა ბაგრატ კურაპალატს, რომელმაც იქ ქართველი ეპისკოპოსი დანიშნა.

განსვენების ჟამი ხანმოკლე აღმოჩნდა. ოციოდე წლის შემდეგ პალესტინას თურქ-სელჩუკთა ურდოები შემოესივნენ და ხელთ იგდეს იერუსალიმის სიწმინდეები. ჯვაროსნებმა განდევნეს ისინი წმინდა მიწიდან, მაგრამ მცირე ხანში მაჰმადიანები მას ისევ იპყრობდნენ. ასე რომ, მეცამეტე საუკუნის ბოლომდე აღდგომის ტაძარს უსჯულონი ფლობდნენ და იქ მართლმადიდებლური ღმრთისმსახურება უაღრესად გართულებული იყო.

1299 წელს ქართველებმა მონღოლებთან ერთად იერუსალიმი აიღეს და წმინდა ქალაქში გაბატონდნენ. სულ მალე იერუსალიმი კვლავ მამულუქების ხელში გადავიდა. არ ვიცით, გამოდევნეს თუ არა მათ ქართველები გოლგოთიდან, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ 1308 წელს ბიზანტიის კეისრის დახმარებით მათ ეგვიპტის მამლუქ სულთანს გოლგოთის სავანე თავიანთ კერძო საკუთრებად დაამტკიცებინეს. ცხრა წლის შემდეგ გიორგი ბრწყინვალის მიერ ეგვიპტის სულთანთან გაგზავნილმა ელჩმა მთლიანად აღდგომის ტაძრის გათავისუფლებას მიაღწია. ამის შემდეგ ქართველები ასორმოცდაათი წლის განმავლობაში მშვიდობიანად ფლობდნენ ამ სავანეს და ყველა ქრისტიანს მათთვის უნდა ეთხოვა ქრისტეს საფლავზე ლოცვის ნებართვა. ეს მშვიდობა დაირღვა 1366 წელს, როდესაც კვიპროსის სომხები ქრთამის მეშვეობით გოლგოთას დაეპატრონენ და რამდენიმე წლით მოახერხეს მისი შენარჩუნება.

საინტერესოა, რას წერდნენ ამ პერიოდში უცხოელი პილიგრიმები ქართველთა შესახებ:
"ქართველებს აქვთ წმინდა საფლავის ეკლესიის გასაღები და ისინი დიდძალი ფულისთვისაც არ შეელევიან საფლავის ქვის უმცირეს ნატეხსაც კი" (ლუდოლფ ზუდჰაიმი, 1347 წ).
"ქართვული წირვა იმართება გოლგოთაზე, სადაც ადამის თავის ქალა ძევს. გოლგოთის ძირში იბერიელთა მიწაა და იბერიელთა წირვები იმართება" (დიააკვანი ეგნატე, 1391 წ).
"ქართველები ასრულებენ წირვას გოლგოთის მთაზე, სადაც ქრისტე ჯვარს აცვეს და სადაც ადამის თავის ქალა ძევს, გოლგოთის მთის ძირში იბერიელთა მიწაა, სადაც იბერიელები თავიანთ წირვას ასრულებენ" (ეგნატე სმოლენსკელი, 1389-1405 წ.წ).
ბეჭდვა
1კ1