უკრაინელები წმინდა მამა გაბრიელის ხატთან აღსრულებულ სასწაულებზე საუბრობენ
უკრაინელები წმინდა მამა გაბრიელის ხატთან აღსრულებულ სასწაულებზე საუბრობენ
უკრაინაში ღირსი გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის (ურგებაძის) მირონმდინარე ხატი მოგზაურობს. 13 ივნისს 17 საათზე ხატს ქალაქ როვნოს აღდგომის საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ. გაწერილია მომდევნო დღეების განრიგიც. ხატს ყველგან მოწიწებით ელიან. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ არაერთხელ დაფიქსირდა მოულოდნელი განკურნების შემთხვევები ხატთან მიახლების შემდეგ. მამა გაბრიელი განსაკუთრებულად შეეწევა ონკოლოგიური დაავადების მქონეთ და მათ, ვისაც მედიცინა ვერ დაეხმარა.
შეგვეწიოს ღირსი მამის ლოცვა!

წყარო: http://uoj.org.ua
ბეჭდვა
1კ1