ინტერნეტში ქრისტეს შობის ადგილის ამსახველი პანორამული ვიდეო გავრცელდა
18.12.2016
Youtube-ზე გავრცელდა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიწმინდის - ქალაქ ბეთლემის ქრისტეშობის ტაძრის მაცხოვრის დაბადების ადგილის - ამსახველი პანორამული ვიდეო.
კადრს მიღმა ვირტუალური გიდი გვიამბობს ამ სიწმინდის შესახებ, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით მომლოცველი სტუმრობს. ვიდეო არის ნაწყვეტი რეჟისორისა და პროდიუსერის - პეტრი ტეოს მიერ გადაღებული ფილმისა "ბიბლია VR", ბიბლიურ სიწმინდეებს 3600 - იანი პანორამული ვიდეოებისა და ვირტუალური რეალობის დახმარებით გვაცნობს.
რეჟისორი ამბობს, რომ სერიალი იმისთვის შეიქმნა, რომ გაუზიაროს ცოცხალი ტრადიცია მათ, ვისაც წმინდა მიწის მოლოცვის შესაძლებლობა არ აქვს.
ტეომ აღნიშნა იმ განსაკუთრებული გრძნობის შესახებ, რომელიც ადამიანს შობის ტაძრის მოლოცვისას ეუფლება: "არ არის აუცილებელი იყო ქრისტიანი იმისათვის, რომ შეიგრძნო აქ რაღაც ღრმა, რაღაც განსაკუთრებული შენს გარშემო".
ქრისტეშობის ტაძრი მე-4 საუკუნეშია აგებული და ერთ-ერთ უძველეს მოქმედ ტაძრად ითვლება მსოფლიოში. დღევანდელი სახე მან VI-VII საუკუნეებში მიიღო.
იხილეთ 360 გრადუსიანი ვიდეო - კურსორით შეგიძლიათ ატრიალოთ კადრი და სიწმინდის სხვადასხვა ხედები დაათვალიეროთ:
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.