წმინდა გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილი წალკაში დააბრძანეს
წმინდა გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილი წალკაში დააბრძანეს
წმინდა გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილი საბერძნეთიდან, დრამადან საქართველოში ჩამობრძანების შემდეგ წალკაში დააბრძანეს. ღირსი მამა წალკის რაიონის სოფელ ხადიკში, დღევანდელ ტბეთში დაიბადა და თავისი სულიერი მოღვაწეობის ნახევარი საქართველოში გაატარა.
თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტრესს ილია II საზეიმოდ გადაეცა ღირსი მამა გიორგი ქარსლიდისის წმინდა ნაწილები.

საქართველოში სტუმრად ჩამოსულ საბერძნეთის ეკლესიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ქალაქ დრამის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი პავლე, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ დრამის მიტროპოლიის სასულიერო დასის წევრები, ათონის მთის წმინდა პავლეს მონასტრის ეპიტროპოსი მღვდელმონაზონი ნიკოდიმოსი, სიფსას მაცხოვრის ფერსიცვალების მონასტრის წინამძღვარი იღუმენია პორფირია დებთან ერთად, საქართველოდან წასული ბერძენი ეროვნების მრევლი.

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1