ოპიზის ოთხთავი ათონის ქართველთა მონასტერში ინახება
ოპიზის ოთხთავი ათონის ქართველთა მონასტერში ინახება
ქართული ოთხთავის ტექსტის შემცველი ერთ-ერთი უძველლესი ნუსხა არის ოპიზის სახარება, რომელიც 913 წელს გადაუწერიათ ოპიზაში. ამჟამად ხელნაწერი ინახება ათონის ქართველთა მონასტრის ხელნაწერთა კოლექციაში, ამიტომ მას ათონის სახარებასაც უწოდებენ. ძეგლი 1898 წელს იპოვა ნ. მარმა. მანვე გამოაქვეყნა პირველი ცნობები ამ საინტერესო ხელნაწერის შესახებ 1899წელს. 1909-11 წლებში ვლ. ბენეშევიჩმა გამოსცა მათეს და მარკოზის თავები ოპიზისა და ტბეთის (995 წ.) ხელნაწერთა მიხედვით.

ტექსტი ასომთავრულადაა დაწერილი ორ სვეტად და დაერთვის ანდერძი, რომელშიც მითითებულია ხელნაწერის გადამწერის ვინაობა, დაწერის დრო და ადგილი:
"მე, გლახაკი და ცოდვილი გრიგოლ, ღირს-მყო უფალმან ღმერთმან და იესუ ქრისტემან მოგებად და დაწერად ჴელითა ჩემითა წმიდაჲ ესე ოთხთავი სახარებაჲ. დაიწერა წმიდაჲ ესე სახარებაჲ ლავრასა შინა წმიდისა ნათლისმცემლისასა უპიზას დედისაგან უცთომელისა სიტყჳთ და ზანდუკით გამოწმედილისა, ქრონიკონი იყო რლგ."

როგორც ანდერძიდან ჩანს, გრიგოლი ყოფილა ხელნაწერის მომგებელიც და გადამწერიც. მას რლგ(133) ქორონიკონს ანუ 780+133=913 წელს გადაუწერია ძეგლი.
ბეჭდვა
1კ1