წმინდა ნიკოლოზის ხატი.
წმინდა ნიკოლოზის ხატი.
სტავრონიკიტას მონასტერში დასვენებულია წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატი.

იმ ადგილას, სადაც ეს მონასტერია აღმართული, ძველი დროიდანვე იდგა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მცირე სავანე. მონასტერი არაბებმა დაანგრიეს და გაძარცვეს და დიდხანს მიტოვებული იყო. ათონზე მცხოვრებმა უკვე ტახტიდან გადამდგარმა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემიამ გადაწყვიტა, აქ წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ახალი სავანე დაეარსებინა.

მივიდა ამ ადგილას. სწორედ ამ დროს, ღვთის განგებულებით, პატრიარქის თვალწინ მეთევზეებმა ბადეები გაჭიმეს და თევზაობას შეუდგნენ. ბადეები რომ ამოიღეს, გაოცებულებმა მასში თევზის ნაცვლად წმინდა ნიკოლოზის ხატი იხილეს. წმინდა ნიკოლოზის შუბლს კი შეზრდოდა სადაფის ნიჟარა. მეთევზეებმა ხატი ამოიღეს და ფრთხილად სცადეს ამ ნიჟარის მოცილება. მიუხედავად სიფრთხილისა, ხატი მაინც დაზიანდა. მის შუბლზე, მარცხენა თვალის გუგამდე, ერთგვარი ღრმა იარა წარმოიშვა, რომლიდანაც სისხლი წარმოედინა.

ამ სასწაულის ხილვის შემდეგ პატრიარქმა მონასტერი წმინდა ნიკოლოზის სახელზე აკურთხა. ხატი კი ტაძარში დაასვენეს. ამ სადაფის ნიჟარის ერთი ნატეხით პანაღეა გააკეთებინა პატრიარქმა და მისით აკურთხა რუსეთის პირველი პატრიარქი იობი. ის ახლა რუსეთში ინახება. მეორე ნაწილისგან კი ლანგარი გააკეთეს ღვთისმშობლის სეფისკვერისთვის, რომელსაც ტრაპეზობისას პანაღეას წესის აღსრულებისას შეაბრძანებენ მონასტერში.
ბეჭდვა
1კ1