წმინდა გიორგის საფლავი
წმინდა გიორგის საფლავი
წმინდა გიორგის საფლავი მდებარეობს წმინდა მიწაზე, წამების შემდეგ იგი დაკრძალულია ქალაქ ლოდში.
მეოთხე საუკუნეში საფლავზე ბიზანტიური ტაძარი აიგო, მაგრამ მეშვიდე საუკუნეში, სპარსების შემოსევის შემდეგ, ეს ტაძარი დაინგრა.
მეთერთმეტე საუკუნეში ბიზანტიური ეკლესიის ნარჩენებზე აშენდა ახალი ტაძარი ჯვაროსნების მიერ, მაგრამ ეს ტაძარიც ასევე მეცამეტე საუკუნეში დაინგრა ბოლომდე და მის ადგილზე ააშენეს მეჩეთი, რომელიც დღესდღეობითაც ითვლება მთავარ მეჩეთად ლოდში.
მიუხედავად ამისა, 1871 წელს თავიდან აშენდა ახალი მართლმადიდებლური ტაძარი წმინდა გიორგის საფლავზე. ამ ეკლესიაში იმყოფება წმინდა გიორგის საფლავი.

ბეჭდვა
1კ1