მანგლისის სიონში დღემდე ინახება უდიდესი სიწმინდე - ძელიცხოვლის ჯვრის ნაწილი
მანგლისის სიონში დღემდე ინახება უდიდესი სიწმინდე - ძელიცხოვლის ჯვრის ნაწილი
მანგლისის სიონის საკათედრო ტაძარი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისთან მდებარეობს.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ადგილას პირველი ქვის ტაძარი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდში - IV საუკუნის 30-იან წლებში აგებულა. ლეონტი მროველის თანახმად, კონსტანტინე კეისრის მიერ მირიან მეფისათვის გამოგზავნილი ეპისკოპოსი იოანე, რომელსაც წმინდა რელიკვიები და უხვი განძეულობა მოჰქონდა საქართველოში ეკლესიათა ასაშენებლად, მცხეთაში ჩასვლამდე მანგლისში დაყოვნებულა, ტაძრის აშენება დაუწყია და ქრისტეს წმინდა ჯვრის ნაწილიც დაუტოვებია. V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებულ საეპისკოპოსოებს შორის მანგლისი რიგით მეოთხედ მოიხსენიება.

KARIBCHE

მანგლისის სიონში დღემდე ინახება უდიდესი სიწმინდე - ძელიცხოვლის ჯვრის ნაწილი, რომელიც ჯვრის ფორმის სანაწილეშია ჩაბრძანებული. აქვეა დაბრძანებული იოანე მანგლელის თანმხლები სასწაულთმოქმედი ხატი - მანგლისის ღვთისმშობელი. გადმოცემის თანახმად, სამხრეთ შესასვლელის პირდაპირ მდებარე ქვის ჯვრის ქვეშ თევდორე კველთელის ნაწილები განისვენებს.

KARIBCHE KARIBCHE

გვეწეოდეს ამ უდიდეს სიწმინდეთა მადლი!
ბეჭდვა
1კ1