წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი თეკლათის მონასტერშია დაბრძანებული
წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი თეკლათის მონასტერშია დაბრძანებული
2013 წლის მაისში "კარიბჭემ" სამეგრელოს სიწმინდეები მოილოცა. ვეწვიეთ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსს - მეუფე შიოს (მუჯირს), რომლის რეზიდენცია ზემო თეკლათის დედათა მონასტერშია. რეზიდენციაში მცირე ზომის ტაძარია. აქვეა დაბრძანებული უდიდესი სიწმინდე - წმინდა იოანე ნათლისმცემლის ცერა თითის ძვალი. მეუფემ ჩვენი სტუმრობისას ეს სიწმინდე გამოაბრძანა და მასთან მიახლების შესაძლებლობა მოგვცა. შეგვეწიოს წმინდა იოანეს წმინდა ნაწილისა და ყველა სიწმინდის მადლი!
ბეჭდვა
1კ1