წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი თეკლათის მონასტერშია დაბრძანებული
10.09.2014
2013 წლის მაისში "კარიბჭემ" სამეგრელოს სიწმინდეები მოილოცა.
ვეწვიეთ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსს - მეუფე შიოს (მუჯირს), რომლის რეზიდენცია ზემო თეკლათის დედათა მონასტერშია. რეზიდენციაში მცირე ზომის ტაძარია. აქვეა დაბრძანებული უდიდესი სიწმინდე - წმინდა იოანე ნათლისმცემლის ცერა თითის ძვალი. მეუფემ ჩვენი სტუმრობისას ეს სიწმინდე გამოაბრძანა და მასთან მიახლების შესაძლებლობა მოგვცა. შეგვეწიოს წმინდა იოანეს წმინდა ნაწილისა და ყველა სიწმინდის მადლი!