სინას მთა - ქართული სულიერების კერა უცხოეთში
სინას მთა - ქართული სულიერების კერა უცხოეთში
სინას მთა ქართველთა სამოღვაწეო ადგილია ახლო აღმოსავლეთში. იგი არაბეთის ნახევარკუნძულის დასავლეთით - სინის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. სინას მთის კალთაზე, 1528 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ეკატერინეს მონასტერი, რომელმაც მრავალი მოღვაწე მიიზიდა.
ქართველები სინას მთაზე VI საუკუნიდან ჩანან, მაგრამ ქართული სათვისტომო იქ მხოლოდ IX საუკუნეში დაარსდა.

ქართველები სინაზე განსაკუთრებით მომრავლდნენ X საუკუნეში და დაიწყეს საგანმანათლებლო საქმიანობა. ითარგმნა და შედგა სასულიერო-საეკლესიო შინაარსის მრავალი კრებული სხვადასხვა ხასიათისა. იქაურმა მწიგნობრებმა - კალიგრაფებმა, ხელნაწერთა დამზადების ინიციატორებმა, წიგნების მმოსველებმა (იოანე-ზოსიმემ, მიქაელ კათამონელმა, იოანე კუმურდოელმა, კვირიკე მიძნაძორელმა, ეზრა ქობულეანისძემ და სხვა). შექმნეს უაღრესად მდიდარი წიგნთსაცავი, რომელიც გაოცებას იწვევს თავისი მრავალფეროვნებით. სინის მთის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში შემონახულია მრავალი ორიგინალური ძეგლი (ფილიპეს, იოანე მინჩხის, იოანე-ზოსიმეს, იოანე ბოლნელისა და სხვათა თხზულებანი), სასულიერო-საეკლესიო ხასაითის კრებული და სხვა.

სინას მთის ქართველ მოღვაწეთა მაღალ წიგნიერ კულტურაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ X საუკუნეში მათ არა მხოლოდ მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდათ, არამედ სპეციალური სამკითხველო დარბაზი და კატალოგიც.

KARIBCHE

წმინდა ეკატერინეს მონასტერი
ბეჭდვა
1კ1