ზეთისხილის მთის ძირას, გეთსამანიაში არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფლავი. ამავე ტაძარში არიან დაკრძალული ღვთისმშობლის მშობლები - მართალი იოაკიმე და ანა და მისი დამწინდველი - მართალი იოსები.
ზეთისხილის ანუ ელეონის მთა ძველი იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარეობს და მისგან კედრონის ხეობით არის გამოყოფილი. თავისი სახელწოდება მთამ იმ ზეთისხილის ბაღებისაგან მიიღო, რომელიც მის ფერდობზე იყო გაშენებული. მთიდან ქალაქის მშვენიერი ხედი იშლება. აქ ასწავლა უფალმა მოწაფეებს ლოცვა "მამაო ჩვენო" და აქედან ამაღლდა ზეცად.
ადგილი ზეთისხილის მთაზე, სადაც საუფლო ლოცვა "მამაო ჩვენო" ასწავლა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს.. 80 ტაძარი ააშენეს წმინდა ელენემ და კონსტანტინემ წმინდა მიწაზე. ერთ-ერთი მათგანია ამაღლების ტაძარი, რომელსაც დღეს მუსულმანები განაგებენ. ტაძარი თავიდან უგუმბათო იყო, რათა მლოცველებს შეძლებოდათ ხილვა ცისა, სადაც დიდებით ამაღლდა მაცხოვარი. ამჟამად კი გადახურულია მუსულმანურ ყაიდაზე. ტაძარში შემორჩენილია ქვა, რომელზედაც უფლის ტერფია აღბეჭდილი.
ზეთისხილის მთაზეთისხილის მთის ძირას, გეთსამანიაში არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფლავი. ამავე ტაძარში არიან დაკრძალული ღვთისმშობლის მშობლები - მართალი იოაკიმე და ანა და მისი დამწინდველი - მართალი იოსები.
ძველი იერუსალიმის სამხრეთით აღმართულია კიდევ ერთი წმინდა მათა - სიონი. დეკანოზი პეტერე კონჭოშვილი გადმოგვცემს: "შვიდს ივნისს მოვიხილე სიონის ქორი (სამლოცველო სახლი მაღლა სართულში); ახლა აქ დგას ოსმალთა მეჩეთი და პირველ დროს კი ყოფილა პირველ ქრისტეანთა ეკლესია სიონისა. აქედან არის კეთილ-მოწიწების მიბაძვით აღებული სახელწოდება სიონისა, რომლის სახელზედაც საქართველოში რამდენიმე შესანიშნავი ტაძარია აღშენებული. სიონის ქორში, არიან საფლავნი დავითის, სოლომონის და სხვათა მეფეთა ისრაელის ერისათა. აქ იყო დიდი, დაგებული, გამზადებული ქორი, რომელშიაც შესრულებულ იქმნა საიდუმლო სერობა; აქ მაცხოვარმან დაჰბანნა ფერხნი მოწაფეთა თვისთა და წინასწარ ეტყოდა მათ ნებსით ვნებათა თვისთა, და დაამტკიცებდა სარწმუნოებასა და სიყვარულში, აქედან გამოვიდა იგი მოწაფეებითურთ გეთსამანიის მტილსა.
მაცხოვრის ტერფის ანაბეჭდი ამაღლების ადგილასაქ იყვნენ შეკრებულ მოციქულნი შიშისათვის ურიათასა დახშულის კარებით, და უფალი გამოეცხადა მათ შემდეგ აღდგომისა თვისისა, დახშულის კარებით, ანუგეშებდა მათ და გარდასცა მადლი სულისა წმიდისა; აქვე მეორეგზის გამოეცხადა იგი, რაითამცა დაერწმუნებინა მოციქული თომა თვისსა აღდგომაზედ; აქვე გავარდნილის იუდა გამცემელის მაგიერ იყო წილით აღრჩეულ მოციქულად მატათა;
აქ დღესა მეერგასესა (50) გარდამოვიდა სული წმინდა მოციქულთა ზედა, სახითა ცეცხლის ენათა. სულის წმიდის გარდამოსვლისა სიონის ქორში იყარეს წილი ათორმეტთა მოციქულთა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმან, ვის რომელს მხარეს შეჰხვდებოდა ქადაგება სახარებისა. და ამ წილის ყრით დედასა ღმრთისასა ერგო წილად ივერია - საქართველო. ამავე სიონის ქორში წმინდა იაკობ მოციქული, ძმა უფლისა, წოდებული მცირედ, იყო დადგენილ პირველ ეპისკოპოსად იერუსალიმისა. აქ შესდგა პირველი მოციქულთა კრება ქალაქ იერუსალიმსა; აქ შეასრულა წმინდა იოანე მახარებელმა პირველი წირვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშოებელისათვის, აქა სცხოვრობდა 24 წლის განმავლობაში ყოვლადწმინდა დედა ღმრთისა საფარველსა ქვეშე თავისი ძისა პირველის ეკლესიისასა და აქავე დაასრულა თვისი ქვეყნიური ცხოვრება".