მართლმადიდებლური სიწმინდეები
მართლმადიდებლური სიწმინდეები
დიდმოწამე გიორგის მონასტერი დეირ ელ ხარფაში, ლიბანის მთაზე
დიდმოწამე გიორგის მონასტერი ბეირუთიდან 33 კმ-ის მოშორებით, ზღვის დონიდან 1050 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ბორცვზე, სადაც ეს სავანე დგას, პირველი მონასტერი V საუკუნეში, უძველესი რომაული ტაძრის ნანგრევებზე აუგიათ. XIII საუკუნეში მონასტერი სულთანმა ბიბროსმა დააქცია. 1326 წელს რუხელი მწყემსი ვეხბე-ბინ მუხსინ ლუხმიტი გამოექცა მამას, რომელიც მას თავის დისწულზე დაქორწინებას აიძულებდა (მართლმადიდებელი ეკლესია სისხლით ნათესავებს შორის ქორწინებას კრძალავს), დაღლილს მონასტრის ნანგრევებში ჩაეძინა და ესიზმრა დიდმოწამე გიორგი, რომელმაც უბრძანა, აქ დარჩენილიყო და მონასტრული ცხოვრება აეღორძინებინა. ვეხბე დაემორჩილა დიდმოწამეს, მრავალთა სულიერ მამად იქცა და მოღვაწეობით კურნების ნიჭი მოიპოვა. ერთხელ მასთან მისი ხორციელი ძმა მივიდა. ვეხბემ დანახვისთანავე იცნო იგი. ძმას ძალიან გაუკვირდა მისი დანახვა. შემდეგ ისიც მონასტერში დარჩა და ბერად აღიკვეცა.

KARIBCHEაქ აღსრულებული სასწაულების შემდეგ მონასტრისკენ მომლოცველებმა დაიწყეს დენა.

1904 წელს სავანეში ოთხი ბერი და სამი მორჩილი ცხოვრობდა. შემდეგ აქ ბერმონაზვნური ცხოვრება შეწყდა. 1922-დან 1927 წლამდე მონასტრის შენობაში სკოლა იყო. 1957 წელს სავანეში სამონასტრო ცხოვრება აღდგა.

წმინდა დიდმოწამის მონასტერში ინახება უამრავი მანუსკრიპტი, მათ შორის - იოანე კიბისაღმწერელის ცნობილი ნაშრომი, რომელიც 1769 წელს არის გადაწერილი. მონასტრის კანკელი
XVIII საუკუნისაა. თვით სავანეში დაიწერა რამდენიმე წიგნი და ითარგმნა ეკლესიის მამათა თხზულებანი.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1