საქართველოში მოქმედმა რელიგიების წარმომადგენლებმა ილია მეორეს თანადგომა გამოუცხადეს
საქართველოში მოქმედმა რელიგიების წარმომადგენლებმა ილია მეორეს თანადგომა გამოუცხადეს
15 და 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერები და მათი წარმომადგენლები მიიღო. სტუმართა შორის იყვნენ: ებრაელთა თემის, მუსლიმთა სამმართველოს, სომხური სამოციქულო ეკლესიის, ლათინ-კათოლიკეთა, იეზიდთა სასულიერო კრების, ევანგელურ-ლუთერული და სახარების რწმენის ეკლესიის ხელმძღვანელები და მათი თანხმლები პირები. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრის მონაწილეებს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის შენარჩუნებისათვის. მისმა უწმინდესობამ ასევე ისაუბრა თანამედროვე სამყაროს პრობლემებსა და გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის მნიშვნელობას, რადგან

,,ძლიერი და მტკიცე ოჯახი წარმატებული ქვეყნის საწინდარია,"- ბრძანა მან.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა და მართლმადიდებელი ეკლესია და პირადად კათოლიკოს-პატრიარქი თავისი მოღვაწეობით ხელს უწყობს შემწყნარებლობის განმტკიცებას და სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიან თანაცხოვრებას. დასძინეს ისიც, რომ ისინი მოვიდნენ, რათა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ თანადგომა და პატივისცემა გამოეხატათ და მადლობა გადაეხადათ მისთვის ტრადიციული ღირებულებების დაცვისა და შემწყნარებლობის განტმკიცებისთვის.

,,ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ და ვითვალისწინებთ თქვენს სიტყვებს და ჩვენს სამრევლოებში ხელს ვუწყობთ ტრადიციული ღირებულებების დაცვას ", - განაცხადეს მათ.

პატრიარქმა რელიგიურ ლიდერებს მადლობა გადაუხადა და ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის სასარგებლო მოღვაწეობა უსურვა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, იუნესკოს ინიციატივით, 1995 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებაა. საქართველოში ეს დღე პირველად 2016 წელს აღინიშნა და მისი მასპინძელი საქართველოს საპატრიარქო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler