ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე და ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს
16.06.2019
ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე, ქართველ ადამიანს სჭირდებოდა მადლი ღვთისა.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქმა მრევლს სულთმოფენობა მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს სულთმიდენობას, სულიწმინდა მივიდეს ჩვენს ზედა და ძალი მათი გადმოვიდეს ჩვენზედა. უფალი გვფარავდეს ჩვენ. დღეს კაცობრიობა დგას მრავალი პრობლემის წინაშე, მრავალი საკითხის წინაშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა. რით მოიპოვება სულიწმინდა? თავმდაბლიბით, მორჩილებით, კეთილი საქმეებიით და ამაზე ზრუნავდა ქართველი ადამიანი. ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე, ქართველ ადამიანს სჭირდებოდა მადლი ღვთისა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. არ ჰქონდათ მათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე და ეს სიწმინდე, ეს ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევდა ჩვენ უფალი ღვთისმშობლის შუამდგომლობით, ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე, მრავალი განსაცდელი ხდება ადამიანს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს, ნათქვამია საქართველო გაბრწყინდებაო უკანასკნელ ჟამს და ინებოს უფალმა, მადლი ღვთისა მოვიდეს ჩვენზედა და ძალი მადლისა მოვიდეს ჩვენზედა,- ბრძანა პატრიარმა.
პატრიარქმა დღესვე აბიტურიენტები დალოცა.