ვგრძნობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ვიღაც ზეციური ადამიანი გზას მიკვალავდა...
ვგრძნობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ვიღაც ზეციური ადამიანი გზას მიკვალავდა...
"კარიბჭის" მკითხველს ექსკლუზიური საშუალება ეძლევა, გაეცნოს ჩვენი პატრიარქის აფხაზეთის ომის დროს სტუმრობის დღემდე უცნობ კადრებს. ფოტოებს, სადაც კარგად ჩანს სოხუმის სასულიერო სემინარიასთან არსებული წმინდა გიორგის ტაძარი და საპატრიარქო რეზიდენცია, რომელიც საბედნიეროდ დღემდე ხელუხლებლად არის შემორჩენილი.
შესაძლოა ბევრმა არც კი იცის, რომ აფხაზეთის ომის დროს, როცა უწმინდესი სოხუმში ჩაბრძანდა, მის სიცოცხლეს ერთგულად იცავდა ასეთი პიროვნება, ბატონი ვალერი კოპალიანი. ბატონ ვალერისთან ვრცელ ინტერვიუს მის ცხოვრებასა და უანგარო საქმიანობაზე ახლო მომავალში შემოგთავაზებთ. ამჯერად უწმინდესთან დაკავშირებით რამდენიმე ამბის გახსენება ვთხოვე. საუბარში თავისი პირადი ტრაგედია ახსენა... სოხუმში სახლის აფეთქებას მისი საყვარელი მეუღლე და 13 წლის გოგონა რომ შეეწირა. ჩვენი პატრიარქი რომ არა, ამ უბედურების გადატანას ვინ შეძლებდა. ამ შემზარავ ამბავს ასე იხსენებს:

KARIBCHE
ვალერი კოპალიანი

-1993 წელს, აფხაზეთის იმის დროს, სოხუმში, საკუთარ სახლში დაგვმბომბეს რუსებმა, აფხაზებმა და სომხებმა. დაიღუპა ჩემი მეუღლე და 13 წლის შვილი. ორი შვილი სიკვდილს გადამირჩა... ჩამოვედი თბილისში... სასტუმრო "ივერიის" წინ სიცივეში ვიდექი... ერთი ხელჩანთა მქონდა, სადაც ბავშვებისათვის საკვებს ვინახავდი. ამ დროს ვიღაც უცნობი მომიახლოვდა და მითხრა, წამოდით მანქანაში... მეც წავიყვანე ბავშვები, მაშინ 7-9 წლისები იყვნენ. რას ვიფიქრები, თუ ეს ადამიანი პატრიარქთან მიმიყვანდა. პატრიარქთან სტუმრობით ფიზიკურად და სულიერად გავთბით... ბავშვებს მონაზვნები თავს ევლებოდნენ. პატრიარქი გვერდით დამიჯდა და მითხარა: შენი შვილებისთვის დღეს შენ დედაც ხარ და მამაც. გამაგრდი, მე აქ ვარ. ომია, ხომ ხედავ. ყველაფრის ჩამოთვლა გამიჭირდება, ისე დამეხემარა ჩვენი პატრიარქი. დღეს ჩემი შვილი ნუგზარი, ათ წელზე მეტია, პატრიარქის სტიქაროსანია. ყოველ შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მის სამსახურშია. დიდი მადლობა საქართველოს პატრიაქს ილია II-ს მისი დაუღალავი შრომისათვის. უფალმა კარგად მიმყოფოს მისი თავი საქრათველოს სადარაჯოზე.

KARIBCHE

მოგონება 40 წლის წინანდელ ამბავზე
- დილის 7,30 წუთზე პოლიციის თანამშრომლები შეგვკრიბეს და გამოგვიცხადეს, აფხაზეთს ეწვია საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. თან გვითხრეს, რომ უწმინდესითვის საჭირო იყო პირადი დაცვა. მოწოდება ასეთი იყო: - მე თქვენ ვერ დაგავალდებულებთ წახვიდეთ დასცავდ, მაგრამ ვისაც სურს, ნებაყოფლობით გამოთქვას სურვილი. სიჩუმე ჩამოვარდა... ყველას გულის ჯიბეში პარტიული ბილეთები ედო, სრული სიჩუმე იყო. მე თანმშრომლებს შორის ვიყავი... საკმაოდ ახალგაზდამ ვითხოვე, წავსულიყავი პატრიაქის დასაცავდ. ჩვენს თანამშრომლებს ყველას გაუხარდა. ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ეროვნებით სომეხმა, თქვა: ვალერი არის ქართველი და დაიცავს თავის პატრიარქს. როგორც ყოველთვის, ჩამიტარეს სათანდო ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი. აღმჭურვეს სათანადო ტრანსპორტით. სიმარათლე გითხრათ, ტაბელური იარაღი არ წამიღია. პატრიარქის რეზიდენციაში როდესაც მივედი, იქ დამხვდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლი, ვინმე პავლე ლაგვილავა, რომელიც მინისტრთა საბჭოში რელიგიის საკითხებს უძღვებოდა. მან მითხრა, თქვენ ჩემს დაქვემდებარებაში იქნებითო და მიგვითითა ერთ ქართველ პიროვნებაზე, რომელიც უწმინდესთან სამთავრობო ლიმუზინის მანქანით მიგვიყვანდა. მას თან ახლდნენ სასულიერო პირები, მღვდლები. ყველას მივესალმეთ... იმ დღეს რეზიდენციიდან არსად წავსულვართ. მეორე დღეს ეკლესიაში წირვაზე წავედით. ტაძარში ძალიან ბევრი ხალხი იყო, თანაც ახლგაზდობა, სტუდენტები. ახალგაზრდები მიდოდნენ პატრიარქთან და ხელზე ემთხვეოდნენ. ასე შემოვიარეთ აფხაზეთის ყველა ეკლესია და ისტორიული ძეგლები.

***
ათი დღე ვცხოვრობდი პატრიარქის საძინებლის წინა ოთახში. ერთხელ, დილით დამძინებია და უთქვამს: არ გააღვიძოთ, დაისვენოს, დაღლილიაო. მალე გამოვიღვიძე, მაგრამ პატრიარქი უკვე სამლოცველოში იყო. თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ვიდრე უწმინდესი არ დაიძინებდა გვიანობამდე, მეც არ ვიძინებდი. კარგად მახსენდება იქაური სასულიერო პირების სათუთი დამოკიდებულება უწმინდესის მიმართ.

***
ტრაპეზის დროს პატრიარქის გვერდით მიხდებოდა ჯდომა. მრცხვენოდა საჭმლის ჭამა და თავისი ხელით გადმომიღებდა ყველაზე საუკეთესო კერძებს. ხშირად მოიხსენიებდა ჩემს გვარს კეთილი სიტყვებით. საოცრად ერუდირებული ადმიანია, ისე მეტყველებს, ტანში ჟრუანტელი რომ დაგივლის. იმ ათმა დღემ ძალიან სწრაფად გაიარა. სოხუმის რკინიგზის სადგურზე რომ მიემგზავრებოდა, პირადად გავაცილე. გარშემო უამრავი ხალხი იყო. მე შორიახლოს ვიდექი, დამიძახეს -  პატრიაქი გეძახისო. მივედი, ხელზე ვემთხვიე, თავზე ჯვარი გარდამსახა და მითხრა: თბილისში როდესაც ჩამოხვალ, ჩემს რეზიდენციაში თავისუფლად შემოხვალო. ვგრძნობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ვიღაც ზეციური ადამიანი გზას მიკვალავდა.

KARIBCHE KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1