ვისურვებდი, რომ ჩვენი ერი გონს მოსულიყოს და უწმიდესის გვერდით დამდგარიყოს.
ვისურვებდი, რომ ჩვენი ერი გონს მოსულიყოს და უწმიდესის გვერდით დამდგარიყოს.
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი):
- მაშინ, როცა უწმიდესის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე უნდა გვეზეიმა, უწმიდესს გული ვატკინეთ, უდიერად და არასწორად მოვეპყარით... პირადად მე, ბოდიშს ვიხდი იმ ყველაფერზე რაც ამ დროის განმავლობაში მისმა უწმიდესობამ განიცადა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი უწმიდესის პიროვნების დაჩრდილვას და ეკლესიაზე შეტევას ცდილობს. ვფიქორბ, ეს ყველაფერი ჩვენს უწმიდესს ვერაფერს დააკლებს. პირიქით, მის სიდიადეს წარმოაჩენს. ბევრი ადამიანი ვერ ხვდება უწმიდესის ფასს, რას ნიშნავს საქართველოსთვის და ვერ გაუგიათ როცა მის წინააღმდეგ ილაშქრებენ. უწმიდესის წინააღმდეგ რაც ხდება ყველა პასუხისმგებელნი ვართ. უწმიდესი ბრძანებს,- განსაცდელს სიხარული ცვლის და სიხარულს განსაცდელი. ცხოვრება მართლაც ასე გრძელდება. მთავარი კი განსაცდელებით აღსავსე გზის შედეგია, რომელიც სრულიად საქართველოსთვის უწმიდესს აქვს მიძღვნილი. მთელი თავისი ცხოვრება, მოღვაწეობა, ენერგია, შესაძლებლობები ჩვენს ერს, დედა ეკლესიას შესწირა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ღვაწლისთვის და თავდადებისთვის. ვფიქრობ, ჩემს სიტყვებში დამეთანხმება სრულიად საქართველო... მისი სიცოცხლე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია... საქართველო მისგან, როგორც დღეს ცოცხალი წმიდანისგან, უდიდეს მაგალითს იღებს, - როგორც კეთილი საქმეების კეთებისა ისე განსაცდელების დათმენისა და ისე სიყვარულისა, თავდადებისა, ერთგულებისა, რაც კი რამე შეიძლება კეთილი და კარგი იყოს უწმიდესისგან ვსწავლობთ. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენს გვერდით. ჩვენ ვხედავდეთ მას, ვისმენდეთ მის გონივრულ სიტყვას. ვისურვებდი, რომ ჩვენი ერი გონს მოსულიყოს და უწმიდესის გვერდით დამდგარიყოს.
ბეჭდვა