ოთახი, სადაც პატრიარქი კირიონ II მოკლული ნახეს
ოთახი, სადაც პატრიარქი კირიონ II მოკლული ნახეს
ღირსი მამა ანტონ მარტყოფელის სახელობის მამათა მონასტერში დღემდე სათუთად არის შემონახული უწმინდესი პატრიარსის კირიონ II-ის ოთახი. ოთახი, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი ნახეს... ამ მოკრძალებულ სენაკში დღემა შემორჩენილი პატრიარქის ხის სკამი, ბუხარი და თეთრი ფერის ხელის ჯვარი. როგორც მღვდელმონაზონმა ელისემ (ჯავახიშვილი) საუბრისას თქვა, რომ პატრიარქი კირიონი, სიცოცხლის ბოლო წლებში აქ ამოყავდათ და ისვენებდა, ძალზედ ყვარებია აქაურობა.
წარსულის ფურცლები გვახსენებს საუკუნის მკვლელობას წმინდა ანტონ მარტომყოფელის სავანეში.

...გათენდა 1918 წლის თიბათვის 26. დაახლოებით დილის 9 საათზე კირიონ II სამიოდე პირთან ერთად თბილისიდან ეტლით მარტყოფს გაემგზავრა. გზად მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ეკლესია მოილოცა. ტაძრის მსახურებმა სადილი გაუმართეს. მცირე შესვენების შემდეგ გზა გააგრძელა. მონასტერში ბერ-მონაზვნები დიდი სიყვარულით შეხვდნენ. ავიდა მონასტრის სიახლოვეს საკურთხეველთან და ილოცა. ამასობაში მოსაღამოვდა. ბოროტმოქმედებმა პატრიარქის კარი უხმოდ შეაღეს... ასევე უხმაუროდ დატოვეს მკვლელობის შემდეგ მონასტრის კედლები. გათენდა. ბერმონაზონნი საქმიანობას შეუდგნენ.

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE

კათოლიკოს-პატრიარქი არსად ჩანდა. მონახულება განიზრახეს. შეაღეს საძინებლის კარი. ყველას თავზარი დაეცა... საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1918 წლის მკათათვის შვიდს მიაბარეს მიწას. დილით განსვენებულის ცხედარი ანჩისხატის ეკლესიაში დაასვენეს, ნაშუადღევს, 4 საათზე სიონში გადააბრძანეს და ამავე ტაძარში დაკრძალეს.




ბეჭდვა
1კ1