ღმერთმა არ მოგვაკლოს უწმინდესის ლოცვა-კურთხევა, დიდხანს გვიცოცხლოს
ღმერთმა არ მოგვაკლოს უწმინდესის ლოცვა-კურთხევა, დიდხანს გვიცოცხლოს
წელს, 25 დეკემბერს პატრიარქის აღსაყდრებიდან 38-ე წელი სრულდება. უწმინესისა და უნეტარესის შესახებ საუბრობს ბოლნელი მთავარეპიკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე):
-უწმინდესი ჩემთვის საღმრთო ადამიანია, თითქოს არამიწიერიც კი. როცა პირველად დავინახე და მისგან ლოცვა-კურთხევა ავიღე (მაშინ მორჩილი ვიყავი, მეუფე იობს თან ვახლდი), ასე მეგონა ღმერთის ხელი იყო. უწმინდესის მიმართ ყოველთვის მოწიწება, მორიდება მაქვს. მადლობა ღმერთს, რას წარმოვიდგენდი რომ უწმინდესის ხელდასხმით ცოტათ თუ ბევრად მის გვერდით ვიდგებოდი და ამხელა პასუხისმგებლობას, ნდობას მომანიჭებდა. ქართველებს ღმერთი ძალიან გვწყალობს და ღვთისმშეობელი გვიფარავს. ერთ-ერთი თანამედროვე ნიშანი არის ის, რომ დღეს ასეთი პატრიარქი გვყავს და ამას მოფრთხილება სჭირდება. კარგი შვილობა უნდა ყველას მხიდან. მამას გული რომ გავუთბოთ და გავუხაროთ, მისი ლოცვა-კურთხევით უნდა ვიცხოვროთ და იგი მიგვიყვანს ღმერთთან. უდიდესი ნუგეშია თითოეული მისი დალოცვა, ლოცვა-კურთხევა. ვმადლობთ უფალს ასეთი დიდი სულიერი მამამთავრული მზრუნველობისათვის.
რამდენი რამ გადაიტანა უწმინდესმა საკუთარ გულზე, არა ზურგზე და მხრებზე, პირდაპირ გულზე გაიარა.. იყო ტკივილი, სიხარული. უწმინდესი თითოეული ადამაინის გაჭირვების უდიდეს ტკივილს გრძნობს. ამიტომაც უყვარს იგი ხალხს. იციან, რომ ის ჩვენია, ჩვენთვის დახარჯული და შეწეული მამა და მოძღვარია.
ღმერთმა არ მოგვაკლოს უწმინდესის ლოცვა-კურთხევა, დიდხანს გვიცოცხლოს. მრავალჟამიერ ჩვენს უწმინდესს.


ბეჭდვა
1კ1