ძველ მუხასა და მის მწვანე ტოტებზე...
ძველ მუხასა და მის მწვანე ტოტებზე...
ეს ინტერვიუ წარმოსახვითი არ გეგონოთ; ის უწმინდესსა და უნეტარესთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორესთან კომუნისტურ რეჟიმს შეწირულმა ჟურნალისტმა - ნაზი შამანაურმა ჩაიწერა 1972 წელს. პატრიარქის სიტყვებმა იმდენი სითბო და სიყვარული დამანახვა ქვეყნისა თუ ადამიანებისა, ვიფიქრე, "კარიბჭის" მკითხველიც დაინტერესდებოდა...

- რა არის ყველაზე სასარგებლო და საპატიო ამქვეყნად?

- ეს არის მშვიდობა. თუ დაირღვა იგი, ერთ წუთს განადგურდება ყველა და ყოველი, რაც საუკუნეობით შეუქმნია ადამიანს.

- ყველაზე ჭეშმარიტ გრძნობად რას ჩათვლიდით?

- სიყვარულს. სხვა კეთილ სათნოთა საქმეთა შორის სიყვარული არის მსხვილი მარგალიტი.

- დროის გამოძახილზე გვითხარით რაიმე?

- ისევ მშვიდობა.

- შენ მამულ-დედულს გაუფრთხილდი და ისიც შენ გაგიფრთხილდებაო. თქვენ რას ბრძანებთ?

- ნამდვილად ეგრეა. მამულს მოუვლი, მამულიც მოგცემს ჯილდოსა, უხვსა და ბარაქიანსა.

- საქართველოს სამრეკლოზე?

- ჩვენი სამრეკლოდან უნდა ისმოდეს ერთადერთი ხმა - გვიყვარდეს ერთმანეთი, ურთიერთ მივყუდოთ ზურგი და ვემსახუროთ მამულის კეთილდღეობას, მის დღეგრძელობას.

- დედის ენაზე?

- არ შეიძლება მხედველობაში არ მივიღოთ ნიკო მარის აზრი, რომელმაცა ბრძანა, - მდიდარი ენა არის ქართული. არც ერთი სიტყვა არ დარჩება გამოუთქმელი ქართულ ენაზე. ქართული ენა მდორედ მოედინება, ღრმად ამბობს სათქმელს და მეტყველებსო.

- ძველ მუხასა და მის მწვანე ტოტებზე?

- მუხა რამდენიც არ უნდა მოხუცდეს, მისი ტოტებიც და ფოთლებიც ისევე მუხისა იქნება.

ბერმუხა მტკიცედა და მაგრად სდგას. მისი ფესვები ღრმად არის წასული. რაც შეეხება მის შტოებს, ესე იგი მომავალ თაობას, მუდამ ექნება მწვანე, მუდამ შეამკობს ბერმუხას თავისი მშვენიერებით და თუ ბერმუხა დაძველდა, მის ადგილას მისი ყლორტები ამოიზრდებიან.

- საქართველოს დიდ ცხოვრებას ვინ ქმნიდა?

- საქართველოს დიდ ცხოვრებას, რა თქმა უნდა, ხალხი ჰქმნიდა.

- გზებზე ვინ ვლის?

- სამშობლოს სიყვარულით გულსავსენი. მხოლოდ ის მიაბიჯებს ცხოვრების გზაზე მტკიცედ და დასახულ მიზანსაც ის აღწევს, ვისაც აქვს სიყვარული ერისა.

- თქვენთვის რომ ეკითხათ, "სამშობლოს" ცნებას როგორ განმარტავდით?

- სამშობლო ერთადერთია, როგორც ღმერთი, ამ ქვეყანაზე და როგორც მგოსანი იტყოდა - "სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა".

- კარგ მამულიშვილად ვის მიიჩნევდით?

- ვინც თავდადებულია მამულისთვის, ვინც თავის თავს დასწვავს, როგორც სანთელს, სხვისთვის გზის გამშუქებელი.

- რას ნიშნავს, როცა ამბობენ, - არ დალეულა ქართული მიწის ღონე და სიცოცხლის ნიშატი?

- რომ ისევ მტკიცედ ჩქეფს სიცოცხლე ქართველი ერისა, იგი არის უბერებელი და უკვდავი.

- რა მიგაჩნიათ ამქვეყნიურ მაღალ საკურთხევლად?

- სამშობლოს სიყვარული. ბევრი ლაპარაკი არ მინდა, ყველას ვეტყვი პირში - იქამდინ, რომ თავს დავდებ მის საკურთხეველზე.

- საერო მწერლობიდან რომელი ნაწარმოებია თქვენთვის სასურველი, ქართველ მგოსნებში ვის სასოებთ?

- ილიასა და ვაჟას. რუსთაველი დიდია და მიუვალი. თანამედროვეობიდან - ირაკლი აბაშიძეს მისი რჩეული კრებულისათვის "პალესტინა, პალესტინა".

- ვაჟა ამბობს, ქალს შეუძლია ერი ააღორძინოს და ერი დაამხოსო. ხომ არ გაგვიმარტავდით მგოსნის ამ სიტყვებს?

- სწორი უბრძანებია. ქალი არის წყარო მომავალი თაობისა და თუ მომავალი ცუდი გვეყოლება, თავისთავად წამხდარია ერის საქმე.

- დიდ მოკრძალებას და სიყვარულს დედისადმი საფუძვლად რა უდევს?

- სისხლი და ხორცი და ის, რომ გამობრწყინებულნი ვართ დედის წიაღიდან.

- უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვედრიხართ თუ არა?

- 1961 წელი. პარიზში ვიმყოფები და ვხედავ ქართველებს. როგორც დაკარგულ შვილებს, ხელახლა ნაპოვნს, ისე შევხვდი, ცრემლი ვერ დავმალე. თვითონაც გრძნობიერად მიპასუხეს. ზოგმა მუხლიც კი დაიდგინა, ისე შემომეხვია.

- თავისი მიწის მადლს განსაკუთრებით როდის გაიგებს ქართველი კაცი?

- როდესაც კაცი შორდება თავის მამულს, თავის მოყვასს, მას გული აღარასოდეს უცინის. გულში წვეთ-წვეთ ეღვრება ცრემლი, მამულის სიყვარულით გამოწვეული.

- უცხოეთში მყოფმა ქართველებმა რით გაამართლონ თავიანთი ქართველობა?

- ჯერ ერთი, რომ კარგად, წესიერად, ზნეობრივად მოიქცნენ და ყველას დაანახონ სახე ქართველი კაცისა. მერმე, სამშობლოს სიყვარული არ დაივიწყონ, შვილებს გადასცენ, ქართული ენა ასწავლონ და მარადჟამ პირი და გული ჰქონდეთ სამშობლოსკენ...

- როგორ წარმოგიდგებათ კაცი, რომელიც, ჟამთა სვლით უცხოეთს გადახვეწილი, საქართველოს კარიბჭეს უახლოვდება?

- გზასაცდენილი - სწორ გზაზე გამოსული, ფეხზე დამდგარი. საქართველო კი, როგორც ღირსეული დედა, ისე მიეგებება შორს წასულ შვილებს, ტკივილს უწამლებს, ცრემლს შეუშრობს თავის ნაშიერს.

- რაიმე სურვილს ხომ არ გამოთქვამდით ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან?

- გაუმარჯოს მშვიდობას, დღეგრძელი ყოფილიყოს საქართველო უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

- რას უსურვებდით ჩვენს თანამემამულეებს?

- საზღვარგარეთ სხვადასხვა კუთხეში მყოფო ძვირფასო შვილებო!

საქართველოს ეკლესიის სახელით სულითა და გულით გილოცავთ 1972 წელს. გულითადად მსურს გისურვოთ, თქვენში არ ჩამქრალიყოს სამშობლოს სიყვარული, რომლიდანაც თქვენ სხვადასხვა მიზეზების გამო მოხვდით სხვადასხვა კუთხეში დროებით თუ სამუდამოდ საცხოვრებლად.

პირადად მე ღრმადა მწამს, რომ სამშობლოს და მისი სიყვარულის გარეშე ბედნიერი ცხოვრება არ არსებობს. მის გარეშე მყოფთ რა მოგილოცოთ? თვალცრემლიანი ამასღა გეტყვით: - დაე, სახატედ იყოს თქვენი გული და ხატად სამშობლო - საქართველო!
გაზ. "სამშობლო", 1972 წ., 28/I, #2

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat