"ეს უდიდესი სასწაულია. ამას კაცის გონება ვერ ახსნის. სულიწმინდის მადლი გადმოდის წყალზე და განიწმინდება მთელი მსოფლიო", - განაცხადა უწმინდესმა.
"ეს უდიდესი სასწაულია. ამას კაცის გონება ვერ ახსნის. სულიწმინდის მადლი გადმოდის წყალზე და განიწმინდება მთელი მსოფლიო", - განაცხადა უწმინდესმა.
ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გაუღებს თავის გულის კარს წმინდა სამებას: მამას, ძესა და სულიწმინდას და შევა მის გულში, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
უწმინდესმა ქადაგებისას დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, ეს არის წმინდა სამების გაცხადების დღე, როდესაც იორდანეში ნათელიღო ძე ღვთისამ, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და მასზე სულიწმინდა "სახითა მტრედისათა" გადმოვიდა, ზეციდან კი ხმა გაისმა, რომ იგი იყო ძე მისი საყვარელი.
"დღეს მთელი ქვეყანა განიწმინდება. ხილული და უხილავი მტერი დათრგუნულია. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გააღებს თავის გულის კარს და წმინდა სამება, მამა, ძე და სულიწმინდა შევა მის გულში. ყოველი ადამიანის გული უნდა გახდეს სავანე წმინდისა სამებისა. აი, დღეს ჩვენ უნდა ვიგრძნოთ ჩვენი უღირსება, დღეს უნდა გავიწმინდოთ ჩვენი სული, გონება, გული, ჩვენი უძლურება და ვთხოვოთ უფალს შენი ვარ, მაცხოვნე მე, ცოდვილი ვარ, მაგრამ მაცხოვნე მე. დღეს ყოველი ჩვენგანი განიწმინდება ნაკურთხი წყლით. აიაზმა არის ბერძნული სიტყვა და სიწმინდეს ნიშნავს. ეს სიწმინდე უნდა იყოს ყველა ადამიანის სახლში", - აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, დიდი აიაზმა წელიწადში ორჯერ იკურთხება და იგი ხდება ნათლისღების დღესასწაულის წინა დღეს და ნათლისღებას. პატრიარქმა მიმართა მრევლს, დიდი აიაზმის ნაკურთხი წყალი მცირედით, ყოველდღე მიიღონ და ასხურონ საკუთარ საცხოვრებელს, ქუჩას. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მათ შეუძლიათ ეს წყალი გაამრავლონ კიდეც მასზე სუფთა წყლის დამატებით. უწმინდესმა დასძინა, რომ ჩვენს გარშემო მრავალი ადამიანია, შემოდიან ჩვენს სახლებში და შემოჰყავთ ბოროტი სული, ამიტომაც პატრიარქმა მრევლს ურჩია, წელიწადში ერთხელ აკურთხონ კარ-მიდამო, სახლი და დაიცვან საკუთარი საცხოვრებელი ხილული და უხილავი მტრებისაგან.
"ეს უდიდესი სასწაულია. ამას კაცის გონება ვერ ახსნის. სულიწმინდის მადლი გადმოდის წყალზე და განიწმინდება მთელი მსოფლიო", - განაცხადა უწმინდესმა.
პატრიარქმა უფალს შესთხოვა, გვაშოროს ბოროტი და ჩვენს სულებში სუფევდეს სულიწმინდის მადლი.
"დიდება და მადლობა უფალს, რომ ღირსი გავხდით ამ დიდი სიწმინდის", - ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.
დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ასევე ჩვილთა საყოველთაო ნათლობა შესრულდება, რომლის დროსაც 1 038-ზე მეტ ჩვილი პატრიარქის ნათლული გახდება.

ბეჭდვაელფოსტა
19.01. 2015
Admin
დიდება და მადლობა უფალს
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat