მრავალჟამიერ, უწმინდესო
მრავალჟამიერ, უწმინდესო
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.  პატრიარქი, რომელიც უკვე 45 წელია ქართული ეკლესიის სათავეში დგას. აუწონავია მისი ამაგი ქვეყნის და ერის წინაშე,  ვერც დრომ და ვერც იმ ქარტეხილებმა, რაც ქვეყანამ და უშუალოდ პატრიარქმა გადაიტანეს, ვერ შეარყია მისი სიძლიერე. თავად სიტყვა ,,ილია,, ხომ ძალას ნიშნავს. ყოველ ჟამს გვაძლიერებს თავისი ლოცვით, სიმშვიდით და სიყვარულით.

ჩვენც სიყვარულითვე უნდა ვუპასუხოთ ერის მამას.
საგვაზავოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა ფორმატით უკვე რამდენი წელია აღინიშნება  პატრიარქის აღსაყდრების და დაბადების საიუბილეო თარიღები.  2022 წლის დეკემბრის თვე მთლიანად ამ მოვლენას მიეძღვნა. პროექტ ,,ჩემი პატრიარქის" ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება:  ბავშვებმა დაამზადეს მისალოცი ბარათები "წერილი პატრიარქს".     

მოაწყვეს ნახატების გამოფენა, რომელიც ორ ეტაპად წარიმართა - გამოიფინა როგორც მოყვარულთა ნახატები, ასევე პატარა მხატვრის მარი კირცხალიას ნახატების გამოფენა. მარი ამავე სკოლის მე- 5 კლასის მოსწავლეა.


ბოლოს დასკნითი ღონისძიება - კონფერენცია ჩატარდა. ეს იყო უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ის საიუბილეო დღეებისადმი მიძღვნილი პირველი სასკოლო კონფერენცია.  მასში ინტეგრირებულად მონაწილეობდნენ მოსწავლეები და მასწავლებლები.  თოთოეულმა მათგანმა საინტერესო თემები  წარმოადგინა  პატრიარქთან დაკავშირებით

კონფერენციას სტუმრობდნენ სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სკოლა-გიმნაზიიდან ისტორიის მასწავლებელი ნათია დავითაია და მე -10 კლასის მოსწავლე ანა ცაავა, რომელმაც საინტერესო თემა წაგვიკითხა "პატრიარქის მოძღვარი - შიო ძიძავა". ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პატრიარქის ნათლულებიც. სიტყვა წარმოთქვა კულტურის სამსახურის  უფროსმა ნათია შონიამ და სკოლის დირექტორმა ბატონმა რამინ ჯალაღონიამ.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო ისტორიის მასწავლებელი შორენა კუჭუხიძე.




ბეჭდვა
1კ1