როგორც კლდე, ისე უდგას ჭეშმარიტებას სათავეში - უწმინდესო გვიყვარხართ... გილოცავთ დაბადების 89 წელს
როგორც კლდე,  ისე უდგას ჭეშმარიტებას სათავეში - უწმინდესო გვიყვარხართ...  გილოცავთ დაბადების 89 წელს

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს. უფრო  გარდაცვალების წლები მახსოვს. ჩაძინებული კი არა მიძნებული იყო ეკლესია.

 

არვიცი ეს რისი ბრალი იყო.  ათეისტური სახელმწიფო რომ იყო ჩამოყალიბებული თუ  იმის, რომ მსოფლიოში რელიგიის მიმართ დაძაბულობა სუფევდა,  ვერ შევაფასებ, მაგრამ ჩათვლემილები ვიყავით. როდესაც  პატრიარქად ეფრემი დადგა, თავისთავად ცხადია ეკლესიამ გამოიღვიძა.  მის დრო გამოვიდა სახარება.

 

პატრიარქმა ეფრემმა მიაღწია იმას, რომ გამოვიდა ჟურნალი "ჯვარი ვაზისა". თავად ითხოვდა ამ ჟურნალის გამოცემას. სამწუხაროდ ვერ მოესწრო ეფრემ პატრიარქი ამ ჟურნალის გამოცემას, მაგრამ უწმიდესი ილიას დროს გამოვიდა. უწმიდესმა ეფრემმა ძალიან კარგად აუღო ალღო, მე რა შემფასებელი ვარ, მაგრამ ძალიან კარგად განსაზღვრა ვინ უნდა ყოფილიყო მომავალი პატრიარქი. თქვენ წარმოიდგინეთ და მისი განსაზღვრული აზრი მომავალი პატრიარქის მიმართ  განხორცილედა პატრიარქ ილიაზე.

 

მახსოვს ასეთი პერიოდი, უკვე უწმიდესი ეფრემი იყო ძალიან ცუდათ, სიკვდილის პირას იყო და უკანასკნელი დაბადების დღე ჰქონდა, ლოგინად იყო ჩავარდნილი. მოწვეული ყავდა ათი სტუმარი. თვითონაც ბრძანდებოდა, მეუფე ილია როგორც რექტორი ისე ბრძანდებოდა. ესწრებოდა ასევე რწმუნებულიც. მე  უკვე მღვდელი ვიყავი.  რწმუნებულმა რომ მიულოცა პატრიაქრ ეფრემს დაბადების დღე, უთხრა, იქნებ გადაგვეფიქრა ჟურნალ "ჯვარი ვაზისას" გამოცემა და ახალ მანქანას მოგცემთო. ყველანაირად ცდილობა,  ეს ათეისტური ხაზი გაეტარებინა.  ეფრემ პატრიარქმა, უპასუხა,-რად მინა თქვენი მანქანა, ტრამვაითი ვივლი ოღონდ მომეცი ჟურნალის გამოცემის ნებაო.

 

ასეთი მტკიცე და ჯიუტი სიყვარული ჰქონდა თავისი ერისა და ეკლესიისა. მერე მეუფე ილიამ როგორც რექტორმა სიტყვა წარმოთქვა,- თქვენო უწმიდესობავ,  ერთი დამტვრეული მანქანა გვყავს, ძველი "პაბედა" გვყავდა და ვიდრე მასწავლებელები სემინარიში გაკვეთილების ჩასატარებლად ამოდიან  გზაზევე ფუჭდება და იქნებ  მანქანა გვიყიდოთო. გაეღიმა უწმიდეს ეფრემს და უპასუხა,- სული უნდა ამოგძვრეს მაგ მანქანაშიო.

 

მერე დაუმატა. შვილო, ისე უნდა დაგიტოვო ეკლესია, ათი წელი არაფერზე ფიქრი არ დაგჭირდესო. აქედან გამოვიტანე დასკვა და ეს იყო დასტური იმისა, რომ პატრიარქი ეფრემი ამზადება მეუფე ილიას პატრიარქობისთის. თანდათან დაიწყო და გაიფურჩქნა ეკლესიური ცხოვრება. სემინარია ჩამოყალიბდა სეიმინრიად, კურსები აღარ იყო და თბილისში გადმოვიდა.  დაიბეჭდა უამრავი რელიგიური წიგნები, ჟურნალები, გაიხსნა ეკლესიები. ეს ყველაფერი უწმიდესის მეცადინეობით. მე არამგონია, რომ ეს ყველაფერი იოლად ეძლეოდა.

 

უძილო ღამეები, ნერვიულობა, ყველაზე და ყევლაფრის შესახებ და შედეგს ვხედავთ, რომ დღეს უწმიდესი ასეთნაირად გრძნობს თავს.  მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ  დღეს  უწმიდესი როგორც კლდე,  ისე უდგას ჭეშმარიტებას სათავეში.  მაცოხვარმა პეტრეს რომ უთხრა, რომ შენ ხარ კლდე რომელზედაც აღვაშენე ეკლესია ჩემი, ასე არის დღეს ჩვენი მწყემსმთავარი.

 

ღმერთმა დამიფაროს მეც და მთელი საქართველო რომ ჩვენ ცუდ დღეს მოვესწროთ.  ვერ წარმომიდგენია საქართველოს ეკლესია ილია შიოლაშვილის გარეშე. პირად საუბარშიც შეიძლება ეს არ არის მაინცდამაინც დიდი სახარბიელო სიტყვები, მაგრამ მე ჩემი გულისტკივილი გამოვთქვი, თქვენო უწმიდესობავ, ქართულ ეკლესიას, საქართველოს პატრიარქს რომ დასჭირდეს ჩემი სხეულის ნებისმიერი ორგანო, მე არ დავიშურებ თქვენთვის.

 

ამით გამოვხატე მთელი ჩემი არსი და სიყვარული პატრიარქის მიმართ. პირფერობა  არასდროს მჩვევია. საქმე საქმეზე რომ მივა,  შემიძლია დავამტკიცო. რაც გაკეთდა ამ 40 წლის განმავლობაში წარმოუდგენელია. რამდენიმე ხნის წინ ოთხი თვე სამკურნალოდ  მოსკოვში ვიყავი.

 

საეკლესიო და არასაეკლესიო წრეებში ამბობენ, რომ ჩვენ გვშურს  საქართველოს ასეთი კარგი პატრიარქი რომ ყავს. ღმერთმა ქნას, ყველას ასეთი პატრიაქრი გვყავსდესო. ასეთი სიტყვები თქვეს არა უბრალო ხალხმა, თანამდებობის პირებმა, იციან პატრიარქის მოღვაწეობა.  თუ რა უჯდება პატრიარქს ეს მოღვაწეობა,  მე კარგად ვიცი.

 

ის პერიოდი, როდესაც იწყო ჩანასახი ახალი პატრიარქისა  კარგად მახსოვს, რა სიძნელეები გადაიტანა უწმიდესმა, მაგრამ გაუძლო. თავისთავად ცხადია, ღვთის შეწევნით,  თავისი მშობლების ლოცვით.  ხანდახან ვაბრაზებთ ხოლმე ჩვენ, სასულიერო პირები, მაგრამ მაინც სიყვარულით გვითმენს.

 

ბეჭდვა
1კ1