ჩვენი ოჯახისთვის დიდი სიხარული იყო უწმინდესის აღსაყდრება
ჩვენი ოჯახისთვის დიდი სიხარული იყო უწმინდესის აღსაყდრება

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორობის ჟამს სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა მომავალი საქართველოს პატრიარქი. ვლადიკავკაზიდან გადმოსულმა გიორგი შიოლაშვილმა მეუღლის, ნატალიას გარდაცვალების შემდეგ მცხეთაში შეიძინა კარ-მიდამო. პაპისეულ სახლში შემდეგ შიოლაშვილები ცხოვრობდნენ. ბოლოს ამ სახლში ცხოვრობდა პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრის უფროსი ძმა გიორგი, რომელიც 45 წლისა გულის შეტევით უეცრად გარდაიცვალა. უვლიდა წინაპრების კერას და ცალკე სახლის აშენებასაც ფიქრობდა - ეზოში საძირკველიც გაუთხრია, მაგრამ... უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე წელია, შიოლაშვილების ისტორიულ სახლში მამათა მონასტერი დაფუძნდა, ხოლო გოგი შიოლაშვილის მიერ გათხრილ საძირკველზე, პატრიარქის კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აშენდა. აქვეა უწმინდესის მშობლების სახელზე აგებული წმინდა ნატალიას და წმინდა გიორგის ტაძარი. მონასტრის წინამძღვარია, არქიმანდრიტი ანტონი (ფიჩხაია).

 

უწმინდესის სახლში, სადაც უკვე მონასტრია დაფუძნებული, უწმინდესის ნივთებია შემონახული. მათ შორის საწერი მაგიდა, სავალძელი, ტუმბო, ხატები,- წმინდა ნიკოლოზის, ღვთისმშობლის, მაცხოვრის. უწმინდესის ძმისშვილებმა ნატალია და რუსუდან შიოლაშვილებმა დიდი სიხარულით გაიხსენეს ამ სახლში უწმინდესთან ერთად გატარებული ბავშვობის წლები. -უწმინდესი ზაგორსკის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ საქართველოში ახალი ჩამოსული იყო როცა მცხეთაში, სამთავროს მონასტერში სასულიერო სემინარია გაიხსნა. მაშინ პატრიარქი ეფრემ II-ე იყო, -მიამბობს ქალბატონი რუსუდან შიოლაშვილი.

 

პატრიარქ ეფრემს ძალიან უყვარდა უწმინდესი. მოფერებით ირაკლის ეძახდა, ჩემი ირაკლიო. პატრიარქი ეფრემი უწმინდესთან ხშირად მოდიოდა ხოლმე. ერთხელ, მოსულა პატიარქი ეფრემი და სახლში მარტო დედა ყოფილა. მისთის უკითხავს, -ირაკლი არ არისო? შინ რომ არ დახვედრია ეფრემ მეორეს და წერილი დაუწერია: -ირაკლი, შენთან ვიყავი სახლში და არ დამხვდი. შენი რძალი დამხვდა. ძალიან მეწყინა რომ ვერ გნახეო. მცხეთის სახლში ძალიან ბევრი სტუმრები მოდიოდნენ. აივანზე შუშაბანდიანი ყვავილებით სავსე საზამთრო ბაღი. სტუმრების მისაღებად ჰქონდა მოწყობილი.

 

 

***

უწმინდესის დედას, ნატალიას სურდა მისი შვილი დაოჯახებული ყოფილიყო. ზაგორსკის სემინარიის დამთავრების შემდეგ უწმინდნესმა დედას ტელეფონით ასეთი ამბავი აცნობა,-მოვდივარ და ჩემი ცოლ-შვილიც მომყავსო. ნატალიას გაუხარდა. თურმე ბერად აღიკვეცა და ბერობაში მის ოჯახს გულისხმობდა.

 

***

ძალიან კარგად მახსოვს სვეტიცხოველში უწმინდესის აღსაყდრება. მაშინ სკოლის მოსწავლეები ვიყავით. ტაძარში შესვლა სპეციალური საშვებით იყო შესაძლებელი. სვეტიცხოვლის ეზო ხალხს ვერ იტევდა. ჩვენი ოჯახისთვის დიდი სიხარული იყო უწმინდესის აღსაყდრება. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი. მთელი საქართვლოს იმედი და გადამრჩენელია. უწმინდესის ლოცვით ღმერთმა გაამთლიანოს საქართველო, ნიკოფსიიდან დარუბანდამდის.

 

 

ბეჭდვა
1კ1