ხშირად ეკლესიაში მოსული ადამიანი ეძებს ბელადს და არა სულიერ მოძღვარს
ხშირად ეკლესიაში მოსული ადამიანი ეძებს ბელადს და არა სულიერ მოძღვარს
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
დეკანოზი შიო პაიჭაძე:


ეკლესიაში მოძღვარი უნდა ვეძიოთ, რომელიც არის მწყემსი კეთილი და მსგავსი მოციქულებისა და იესო ქრისტესი. ასეთი გვჭირდება ჩვენ დღეს. როცა ექიმს ვეძებთ, რომ დიაგნოზი დაგვისვას სნეულების,მაშინ მთელ ქვეყანას შევაზანზარებთ, დღეს "გუგლშიც" კი არის შესაძლებელი მოძებნო კარგი ექიმი და ნახო ანოტირება მისი გამოცდილებისა, მაგრამ მოძღვრის ძიებაში კი ინფანტილურები ვართ და სწორად ვერ განვსაზღვრავთ.


ხშირად ეკლესიაში მოსული ადამიანი ეძებს ბელადს და არა სულიერ მოძღვარს. მახსოვს, ერთი ქალბატონი მოვიდა ჩემთან აღსარებაზე და ასე განმიცხადა: იცით მამაო მე ჩაგაბარებთ აღსარებას, მაგრამ უცბად თქვენ ჩემი მოძღვარი ვერ გახდებით, რადგანაც ამას დიდი დრო დასჭირდებაო. ისე გამახარა ამ ქალის სწორმა დამოკიდებულებამ, რომ სიხარულით ვუთხრა, ახლა ამ შემთხვევაში თქვენ დამმოძღვრეთ და ამის შემდეგ ეს ქალი მოუკლებლივ დადის ეკლესიაში, ეზიარება და საოცარი სულიერი სიმაღლე აქვს, მისაბაძი. შესაძლებელია, რომ ასე მიუდგეთ საკითხებს. ასე მითხრა, თუ რამეა მე სხვასთან წავალ და ნუ გეწყინებათო, რადგანაც იგი სხვა რელიგიიდან მოსული ადამიანი იყო და ეძიებდა ნამდვილ მწყემსს.

KARIBCHE

სიხარულია დიდი, როცა ბელადიზმისაგან და ცეზარისზმისაგან თავისუფალ ადამიანებს ნახავ, ხვდები, რომ ეს კარგია და გიხარია. ეს არის ნამდვილი თავისუფლება. თავისუფლებაა მთავარი. გახსოვთ, როდესაც მაცხოვარმა მოწაფეებს უთხრა, თუ გინდათ წადით ჩემგანო, რატომ? ეს იმიტომ, რომ ადამიანის არჩევანი უნდა იყოს მყარი და გადაწყვეტილება გამყარებული თავისუფლებაში.

ბეჭდვა
1კ1